ვლადიმერ ჯანჯღავას მიერ "ბადაგონში" ჩადებული 20 მილიონიანი ინვესტიციის ამბავი - დოკუმენტები და მტკიცებულებები...

ვლადიმერ ჯანჯღავას მიერ "ბადაგონში" ჩადებული 20 მილიონიანი ინვესტიციის ამბავი - დოკუმენტები და მტკიცებულებები...

"ბადაგონის" საქმეს კვლავ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სწავლობს. ამასობაში მოდავე მხარეები საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ცდილობენ. ბადაგონის ერთადერთი ინვესტორი ვლადიმერ ჯანჯღავა დოკუმენტებს აქვეყნებს, როლის მიხედვითაც "ბადაგონი" მხოლოდ მისი კუთვნილი კომპანია "გრაკოროს" მიერ განხორციელებული კაპიტალდაბანდებით იქმნებოდა. გიორგი სალაყაია კი კვლავ დუმილს ამჯობინებს და მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

"ბადაგონის" ცენტრალური ოფისი, სალაყაიას გადაწყვეტილებით არ მუშაობს, საწარმოს კვლავ პრობლემები აქვს. "ბადაგონი" ქართველი შემსრულებლების კონცერტს აანონსებს, რომელიც საწარმოს მხარდასაჭერად იმართება.

გიორგი სალაყაია ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს. მისი ადვოკატის ბოლო ვრცელი ინტერვიუ, დაფინანსებული, სარეკლამო წესით გამოქვეყნდა და როგორც გამომქვეყნებელი მედიასაშულება აცხადებს, კითხვებიც რესპოდენტის დაწერილია და პასუხებიც.

გიორგი სალაყაიას კითხვაზე პასუხი არ აქვს, თუმცა, ინვესტიციად ჩადებული 20 მილიონი დოლარის არსებობას უარყოფს "ბადაგონის" ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი. ინფორმაციას ამის შესახებ, გამოცემა "ნეტგაზეთი" ავრცელებს.

"ნეტგაზეთი": "ნეტგაზეთს" კომპანიის ადვოკატმა ირაკლი ყანდაშვილმა უთხრა, რომ “ბადაგონის” მხარეს აქვს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც წილის შესყიდვის კანონიერებას ადგენს.

"რაიმე სახის ფიგურირება ვინმე ვლადიმერ ჯანჯღავასი ამ ნასყიდობის ხელშეკრულებებით არ დგინდება. რაიმე სახის მოთხოვნა გამყიდველ "გრაკოროს" გიორგი სალაყაიას მიმართ,მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ერთხელაც არ დაუფიქსირებია", – აცხადებს "ბადაგონის" ადვოკატი.

რაც შეეხება 20 მლნ აშშ დოლარს, ყანდაშვილი ამბობს, რომ "გრაკოროს" მიერ "ბადაგონში" 20 მლნ დოლარის ინვესტირება დოკუმენტებით არ მტკიცდება".

ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატი იმედა დვალიძე აქვეყნებს დოკუმენტს, რომელიც "გრაკოროს" მიერ "ბადაგონისთვის" გამოყოფილ ინვესტიციებს ეხება.

ვლადიმერ ჯანჯღავა "აიპრესთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მას ბადაგონში ყველა იცნობს და ისიც ყველას იცნობს. უკვირს ლიზა ბაგრატიონის და ბასა ფოცხიშვილის საქციელი:

"ბადაგონის ყველა თანამშრომელს ვიცნობ. ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ შეშინებულებიარიან. არავინ მიწყენინებია ქარხანაში არასდროს. ლიზა ბაგრატიონის საქციელი ძალიან საწყენია. თითქოს არ იცის, ფული საიდან მიდიოდა "ბადაგონში". ქარხანა რომ გაიხსნა, ლიზა ბაგრატიონს მანქანა ვაჩუქე მადლიერების ნიშნად. ბასა ფოცხიშვილმა, "ბადაგონის" გახსნაზე წიგნი გააკეთა, რომელიც მამაჩემის ფოტოთი გაფორმდა და თავად მუშაობდა ამ ფოტოს შერჩევაზე.“- აცხადებს ვლადიმერ ჯანჯღავა.

2006 წელს, ქარხნის გახსნისას, ბადაგონის საპრეზენტაციო წიგნში, რომლის სარედაქციო კოლეგიაში ნამდვილად შედიოდა ბასა ფოცხიშვილი ჯანჯღავას მამის ფოტოა შესაბამისი ტექსტით და მითითებით, რომ ეს ყველაფერი მის საპატივცემულოდ კეთდებოდა.

ვლადიმერ ჯანჯღავა აცხადებს, რომ გიორგი სალაყაია უკვე ყველა ზღვარს გადავიდა. ჯანჯღავა გიორგი სალაყაისგან ითხოვს წარმოადგინოს რაიმე დოკუმენტი, რითაც დაადასტუებს, რომ მას რაიმე ინვესტიცია აქვს ჩადებული კომპანიაში.

ვლადიმერ ჯანჯღავა: "ჩემ გარდა არავის არაფერი ინვესტიცია არ შეუტანია და ეს მშვენივრად იცის სალაყაიამაც. თუ არადა, წარმოადგინოს დოკუმენტაცია, მისი მხრიდან რაიმე სახის ინვესტიციის შემოტანის თაობაზე".

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

06 ივნისი, 2018

"სიდას" ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის 8 ივნისს სამოქალაქო კოლეგიაში სარჩელს 8 პირის წინააღმდეგ შეიტანს. როგორც მისმა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა...

ახალი სტატიები