ირაკლი კოვზანაძე: საქართველომ ნიდერლანდების 400-წლიანი გამოცდილება აუდიტში უნდა გამოიყენოს

ირაკლი კოვზანაძე: საქართველომ ნიდერლანდების 400-წლიანი გამოცდილება აუდიტში უნდა გამოიყენოს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე და გენერალური აუდიტორი, ირაკლი მექვაბიშვილი ნიდერლანდების აუდიტის უმაღლესი ორგანოს პრეზიდენტს, არნო ვისერს შეხვდნენ.

შეხვედრა ჰააგაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ქართული დელეგაცია ნიდერლანდებსა და ბელგიაში გაემგზავრა, სადაც აღნიშნული ქვეყნების სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობასა და პარლამენტთან ურთიერთობის პრაქტიკას გაეცნობა.

„ნიდერლანდების 400-წლიანი გამოცდილება აუდიტში საქართველომ უნდა გამოიყენოს, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოსა და ნიდერლანდებში პარლამენტის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კონტროლის მსგავსი მექანიზმი ფუნქციონირებს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ არნო ვისერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, ჰოლანდიურ მხარესთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, ნიდერლანდების სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდენტი კი საქართველოში სტუმრად მოიწვიეს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია ნიდერლანდების პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ანე მულდერსა და სხვა ჰოლანდიელ პარლამენტარებსაც შეხვდა; შეხვედრები იგეგმება აგრეთვე ბელგიის პარლამენტის წევრებსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელთან.

ქართულ დელეგაციაში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად შედიან კომიტეტის წევრები - პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ბერაია, რომან გოცირიძე, გია ბენაშვილი და ლელა ქებურია, ასევე გენერალური აუდიტორის მოადგილე, ნოდარ ჯავახიშვილი და უწყების დეპარტამენტების ხელმძღვანელები. ვიზიტი ხორციელდება ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის - „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება“ - ფარგლებში.

არჩილ თალაკვაძე: ქვეყანას  ქმედითი და მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება ჭირდება

არჩილ თალაკვაძე: ქვეყანას ქმედითი და მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება ჭირდება

20 ივნისი, 2018

"ჩვენ მივესალმებით, რომ მამუკა ბახტაძე მხარს უჭერს ინოვაციებს, იმ სიახლეებს, რომელიც ეკონომიკაში აუცილებლად დადებით ძვრებს მოიტანს" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპატლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ...

ახალი სტატიები