თამარ ჩუგოშვილი: გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობა ძალიან დაგვეხმარება ჩვენს წინაშე არსებულ პრობლემებთან გამკლავებაში

თამარ ჩუგოშვილი: გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობა ძალიან დაგვეხმარება ჩვენს წინაშე არსებულ პრობლემებთან გამკლავებაში

უმრავლესობის წევრის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველო პირველად გახდა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, რაც იმ მიღწევების დამსახურებაა, რომელიც ქვეყანას აქვს ქალთა და გოგონათა გაძლიერების კუთხით.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს ქალთა და გოგონათა უფლებებზე მუშაობისთვის საჭირო ინსტიტუციური მექანიზმები, რომლების საქმიანობა სულ უფრო ეფექტური ხდება.

"მიუხედავად იმისა, რომ ქალთა უფლებების დაცვის კუთხით ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა გვრჩება, ნათელია რომ სახელმწიფო ეფექტურ ნაბიჯებს დგამს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად; თანასწორი გარემოს შესაქმნელად; გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა როლის გასაზრდელად და სხვა მიმართლებებით. გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობა ძალიან დაგვეხმარება ჩვენს წინაშე არსებულ პრობლემებთან გამკლავებაში. დარწმუნებული ვარ წევრობის სამ წლიან პერიოდში საქართველო შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწევს და სხვა ქვეყნებსაც გაუზიარებს თავის გამოცდილებას", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

16 აპრილს, ნიუ-იორკში საქართველო 2019-2021 წლების ვადით გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს (Executive Board of UN-WOMEN) წევრად აირჩიეს. საბჭოს წევრთა არჩევნებში რეგიონული პრინციპის მიხედვით გათვალისწინებული იყო 17 ადგილი.
 

არჩილ თალაკვაძე: ქვეყანას  ქმედითი და მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება ჭირდება

არჩილ თალაკვაძე: ქვეყანას ქმედითი და მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება ჭირდება

20 ივნისი, 2018

"ჩვენ მივესალმებით, რომ მამუკა ბახტაძე მხარს უჭერს ინოვაციებს, იმ სიახლეებს, რომელიც ეკონომიკაში აუცილებლად დადებით ძვრებს მოიტანს" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპატლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ...

ახალი სტატიები