"კორცხელის საქმეზე" ნუგზარ წიკლაური დაიკითხა

"კორცხელის საქმეზე" ნუგზარ წიკლაური დაიკითხა

ზუგდიდის რაიონულ სასმართლოში ე.წ კორცხელის საქმეზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს მრჩეველი ნუგზარ წიკლაური დაიკითხა.

მან სხდომაზე 2016 წლის 22 მაისს სოფელ კორცხელში საარჩევნო უბანთან მომხდარი დაპირისპირება ორ ეპიზოდად დაყო. წიკლაურის თქმით, პირველად სიტყვიერი დაპირისპირება მალევე განიმუხტა, თუმცა შემდეგ 15-20-მდე ადამიანების თავდასხმა მშვიდობებიან მოქალაქეებზე განხორციელდა.

„კორცხელში გამოტოვებულ არჩევნებზე მე ვიყავი დამკვირვებელი. ვიმყოფებოდი საარჩევო უბანთან როდესაც ატყდა სიტყვიერი შელაპარაკება. ეს ხდებოდა საარჩევო უბნის შემოსასვლელთან, ეზოს ჭიშკართან. რადგან მე ვიყავი შორს ვერ დავინახე ვინ ვის დაუპირისპირდა, თუმცა დაპირისპირებამდე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, როგორც "ნაციონალური" ასევე "ქართული ოცნების" მხარდამჭერები. მათ შორის ინციდენტის დაწყებამდეც შეიმჩნეოდა დაძაბულობა. აღნიშნული სპორტსმენები, რომელიც ამ დაპირისპირებაში მონაწილობდნენ, მე ზუგდიდშიო წინა დღესაც ვნახე და გამიკვირდა, რადგან ისნი არ გავდნენ ადგილობრივებს. ეს ინციდენტი იყო ორგანიზებული თავდასხმა პოლიტიკოსებზე, სახელმწიფოზე და დემოკრატიაზე“, - აღნიშნა წიკლაურმა სდომაზე.

წიკლაურის განმარტებით , მან არ იცის ფიზიკური დაპირისპირება ვინ დაიწყო თუმცა, ახსოვს, რომ ნიკანორ მელიასთან ჩხუბის მომეტში სპორტსმენი გიორგი გიგაური მონაწილობდა, ხოლო აკაკი მინაშვილს კობა ტყეშელაშვილმა დაარტყა.

ენმ-ს პოლიტსაბჭოს მრჩეველმა, როგორც სხდომაზე ასევე ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბრალდებულებს ყველაზე ნაკლები დანაშაული მიუძღვით და ისინიც, როგორც სხვა დაზარალებულები არიან მსხვერპლი.

„ვინც აქარის ჩვენ მათ ვიცნობთ როგორც სპორტსმენებს, როგორც ძალოსნებს და მოჭიდავეებს. არცერთ ამათგანი არსოდესა არ ყოფილა ჩართული პოლუიტიკურ ცხოვრებაში. ამიტომ ეს მათი დანაშაული კი არ არის, ეს მათი დანაშაულია ვინც დაგეგმა და ეს ჯგუფი გამოაგზავნა აქ. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს ხალხისც არის ისეთივე მსხვერპლი ამ რეჟიმის, რომელიც არის დღეს საქართველოში. მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური დანაშაული და პოლიტიკური თავდასხმა და რა თქმა უნდა სასამართლო გამოიტანს ისეთ განაჩენს, როგორიც საჭიროა მაგრამ, ჩემი პირადი რწმენაა ის, რომ ამ ადამიანებით მანიპულირება მოხდა.

გამომდინარე იქიდან, რომ პროკურატურამ მხოლოდ ამ ადამიანებს წაუყენა ბრალი, რა თქმა უნდა ეს არ არის სრულყოფილი განხილვა და მე დარწმუნებული ვარ, რომ დადგება ერთი დღე, როდესაც გაიმართება  ნამდვილი  სასამართლო და პასუხს აგებენ ის ადამინები, რომლებმაც დაგეგმა ეს. ესენი არიან ბიძინა ივანიშვილი, კახი კალაძე და კიდევ არიან რამდენიმე ადამიანი ვინც ორგანიზება გაუწია ბარბნაროსულ თავდასხმას“, - განაცხადა წიკლაურმა.

სასამართლო დღეს ოპოზიციური პარტიის წევრ აკაკი მინაშვილს მოუსმენს.

2016 წლის 22 მაისს, შუალედურ არჩევნებში, კორცხელის საარჩევნო უბანთან, სპორტსმენები და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაზიანებები მიიღო რამდენიმე მათგანმა, მათ შორის, დიმა ლაშხიამ, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში იყო გადაყვანილი.

ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ქუჩები- ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან

ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ქუჩები- ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან

10 აგვისტო, 2018

ძლიერი წვიმის გამო ბათუმში ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ქალაქში მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციის, ამ დროისათვის შემოსულია...

ახალი სტატიები