კახიშვილი: მეუღლეების მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლოა პატიმრებს ციხიდან დარეკვა აეკრძალოთ

კახიშვილი: მეუღლეების მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლოა პატიმრებს ციხიდან დარეკვა აეკრძალოთ

ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახი კახიშვილმა "იმედზე" განაცხადა.

ამ ინიციატივით ის საკანონმდებლო ორგანოში შევა.
"ჩვენ ახლა ალბათ ძალიან მალე შევალთ წინადადებით საქართველოს პარლამენტის წინაშე და არა მხოლოდ შემაკავებელი ორდერები, რომელიც დასახვეწია, არამედ თავად სატელეფონო ზარებიც. ხშირია შემთხვევები, როდესაც ჩვენთან იწერება განცხადებები, ქალბატონები წერენ, ყოფილი მეუღლეები, რომ იქნებ რამენაირად გააკონტროლოთ და ამ ადამიანმა არ დამირეკოს ციხიდან და არ შემაწუხოსო.

ამბობენ, მირეკავს, მაშინებს, მაგრამ სამართლებრივი ბერკეტები არ არსებობს. ჩვენ ალბათ ძალიან მალე შევალთ საქართველოს პარლამენტში საკანონმდებო ინიციატივით, სადაც დავხვეწავთ ამ საკითხებს. თუ იქნება ასეთი ტიპის გადაწყვეტილება, ნომერზე, რომელიც ეკუთვნის ყოფილ ან მოქმედ მეუღლეს, რომელსაც არ სურს, რომ ქმარმა დაურეკოს, აღარ უნდა დაირეკოს.

ეს არის გლობალური და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენი საზოგადოება და ქალბატონები უნდა იყვნენ დაცულები." - განაცხადა კახი კახიშვილმა.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები