მეზვრიშვილი: გამკაცრდება ბრძოლა ქურდული სამყაროს და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ

მეზვრიშვილი: გამკაცრდება ბრძოლა ქურდული სამყაროს და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ

"ქართველი და უცხოელი სამართალდამცველების ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად მოხდა ე.წ.კანონიერი ქურდების დაკავება და მათთან ერთად 30–ზე მეტი ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების სხვა წევრების დაკავება, ეს არის საკმაოდ წარმატებული სპეცოპერაცია" - ამის შესახებ ჟურნალისტებთს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ოპერაცია ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდა და ეს ნათელი დასტურია იმისა, რომ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ–ერთი პრიორიტეტი და პრიორიტეტია, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც.

მისივე თქმით, როდის ან მოხდება თუ არა დაკავებულთა ექსტრადირება, ამაზე ჯერ ვერ ისაუბრებს.

რაც შეხება კანონპროექტს, რონელიც დღის პარლამენტმა მესამე მოსმენით უნდა მიიღოს, მინისტრის მოადგილე აცხადებს:

"რაც შეეხება კანონპროექტს, დღეს მესამე მოსმენით დასრულდება აღნიშნული კანონპროექტის განხილვა, ეს კანონპროექტი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც გაცილებით ეფექტური გახდება ჩვენი საქმიანობა ამ მიმართულებით და გამკაცრდება ბრძოლა ქურდული სამყაროს და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. კანონის მიხედვით, არა მარტო მკაცრდება სანქციები, არამედ, ეს შეურიგებელ ბრძოლას უცახდებს ე.წ კრიმინალურ მენატილტეს. მენტალიტესტს, რომელიც არის ჩვენი მომავალი თაობის პრობლემა, რომელიც არის შემაფერხებელი ეკონომიკის და ქვეყნის განვითარების და რომელთან ბრძოლაც, არის პრიორიტეტი. კანონის ხელმოწერის შემდგომ, ნებისმიერი არასამართლებრივი გზით დავის მოგვარება და ე.წ.კანონიერი ქურდებისთვის მიმართვა, იქნება სისხლის სამართლის დანაშაული და მის ჩამდენ პირებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა"განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები