29 მაისს, აშშ-ში Starbucks-ის ყველა კაფე და ოფისი დაიკეტება

29 მაისს, აშშ-ში Starbucks-ის ყველა კაფე და ოფისი დაიკეტება

Starbucks-ის ქსელი, მაისის ბოლოს, აშშ-ში თავის 8000-ზე მეტ კაფეს მუშაობას დროებით შეაჩერებს, რათა პერსონალს რასობრივი დისკრიმინაციის შესახებ ინსტრუქტაჟი ჩაუტარდეს. ამის შესახებ BBC წერს.

აქამდე კომპანიას, გასულ კვირაში, ფილადელფიის ერთ-ერთ ფილიალში მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია. მაშინ, კაფეში მომუშავე პერსონალმა პოლიცია გამოიძახა, რათა მათ კაფედან ორი ფერადკანიანი მამაკაცი გაეყვანათ, რომლებიც შეკვეთის გარეშე დასხდნენ და თავიანთ მეგობარს ელოდნენ.

ამის შედეგად, პოლიციამ მამაკაცებს ხელბორკილები დაადო და განყოფილებაში გადაიყვანა, თუმცა იქ მათთვის ბრალი არავის წაუყენებია.

მომხდარის შემდეგ ხალხმა Starbucks-ს ბოიკოტი გამოუცხადა. კომპანიის ხელმძღვანელმა კევინ ჯონსონმა კი, მაშინ განაცხადა, რომ ცდილობს, გაარკვიოს, თუ რა მოხდა კაფეში და როგორ შეიძლება ამის გამოსწორება.

მისი თქმით, მან ბოლო რამდენიმე დღე ფილადელფიაში გაატარა, სადაც ხსენებულ ორ ფერადკანიან მამაკაცს შეხვდა.

მათი ადვოკატებისა და კომპანიის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საუბარი კონსტრუქციული გამოვიდა.

ჯონსონმა კომპანიის სახელით ბოდიში მოიხადა და ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება უსიამოვნო ინციდენტი საზოგადობაში პოზიტიური ცვლილების საწყისი გახდეს.

29 მაისს, აშშ-ში Starbucks-ის ყველა კაფე და ოფისი დაიკეტება. ინსტრუქტაჟი კი კომპანიის 157 თანამშრომელს ჩაუტარდება. აგრეთვე, ამ ინსტრუქტაჟის გავლა სავალდებულო იქნება ყველა იმ პირისთვის, რომელიც კომპანიაში დაიწყებს მუშაობას.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინსტრუქტაჟისას თანამშრომლებს გაესაუბრებიან დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ და აუხსნიან, თუ რატომ არის აუცილებელი ინკლუზიური პრინციპის დაცვა, რათა კომპანიის კაფეებში ადამიანები უსაფრთხოდ იყვნენ და იგრძნონ, რომ კაფეში მათი ყოფნა უხარიათ.

თემები:
შარაშენიძე: ტრამპი პუტინს მის ყოფილ კოლონიაში ეწვია, ურთიერთობების გაფუჭება კი თავისივე ქვეყანას დააბრალა

შარაშენიძე: ტრამპი პუტინს მის ყოფილ კოლონიაში ეწვია, ურთიერთობების გაფუჭება კი თავისივე ქვეყანას დააბრალა

17 ივლისი, 2018

"პუტინს მის ყოფილ კოლონიაში თავისუფალი სამყაროს ლიდერი, ამერიკის პრეზიდენტი ეწვია რომელმაც ურთიერთობების გაფუჭება თავისივე ქვეყანას დააბრალა. ეს იმის მერე რაც თავისუფალი სამყაროს ლიდერი ევროპაში ყველას ეჩხუბა", - ამის შესახებ წერს...

ახალი სტატიები