NDI: გამოკითხულთა 71% საქართველოს დატოვებას არ აპირებს

NDI: გამოკითხულთა 71% საქართველოს დატოვებას არ აპირებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2018 წლის მარტში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარუდგინა, სადაც ქვეყნის განვითარების კურსთან, საგარეო პოლიტიკასთან, თავდაცვასთან, ხელისუფლების საქმიანობასთან, ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებასთან და პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებული მიგნებებზეა საუბარი.
კვლევის ერთ-ერთ პუნქტში ქართული საზოგადოება 20% ეთანხმება მოსაზრებას, რომ "ადამიანი ადამიანისთვის მგელია".


"რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით შემდეგ მოსაზრებებს?

1. ჩემი ქვეყანა ჩემი სახლია და არ ვაპირებ მის დატოვებას - 71% სრულიად ეთანხმება

2. ჩემი ქვეყნის მიმართ ოპტმისტურად ვარ განწყობილი - 40% სრულიად ეთანხმება

3. ჩემი საზოგადოება კარგად გაუმკლავდა კრიზისებს წარსულში და მომავალ კრიზისებსაც კარგად გაუმკლავდება- 24% სრულიად ეთანხმება

4. სრულიად ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი ქვეყნის უსაფრთხოების ძალები - ჯარი, პოლიცია და უსაფრთხოების სამსახურები - შეძლებენ ჩვენი მოსახლეობის დაცვას - 22% სრულიად ეთენხმება

5. გამოთქმა "ადამიანი ადამიანისთვის მგელია" ახასიათებს ჩემ საზოგადოებას - 20% სრულიად ეთანხმება", - ნათქვამია კვლევაში.

აღნიშნული გამოკითხვა 2018 წლის 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო. 

თემები:
შარაშენიძე: ტრამპი პუტინს მის ყოფილ კოლონიაში ეწვია, ურთიერთობების გაფუჭება კი თავისივე ქვეყანას დააბრალა

შარაშენიძე: ტრამპი პუტინს მის ყოფილ კოლონიაში ეწვია, ურთიერთობების გაფუჭება კი თავისივე ქვეყანას დააბრალა

17 ივლისი, 2018

"პუტინს მის ყოფილ კოლონიაში თავისუფალი სამყაროს ლიდერი, ამერიკის პრეზიდენტი ეწვია რომელმაც ურთიერთობების გაფუჭება თავისივე ქვეყანას დააბრალა. ეს იმის მერე რაც თავისუფალი სამყაროს ლიდერი ევროპაში ყველას ეჩხუბა", - ამის შესახებ წერს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები