კახა კალაძე: NDI-ის ყველანაირი რეპუტაცია აქვს დაკარგული

კახა კალაძე: NDI-ის ყველანაირი რეპუტაცია აქვს დაკარგული

თბილისის მერი, კახი კალაძე, NDI-ის კვლევის შედეგებს აფასებს და აღნიშნავს, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტს რეპუტაცია დაკარგული აქვს.

"2012 წლიდან მოყოლებული, ადგილობრივ ოფისს, რომელიც ატარებს ამ კვლევებს, ყველანაირი რეპუტაცია აქვს დაკარგული. კვლევებს, კონკრეტულად ქართული კომპანია ვინც აკეთებს, მათ შედეგებს არ ვეთანხმებით. თუნდაც, ყველა არჩევნებში, ხომ არსებობს სტატისტიკა. შეგიძლიათ აიღოთ, გადახედოთ, ნახოთ მათ მიერ ჩატარებული კვლევები რას გვეუბნება. კვლევა ხომ ზოგადად მოსახლეობის განწყობას აჩვენებს და დამოკიდებულებას. რა შედეგებით მთავრდებოდა არჩევნები. შესაბამისად, ამით ყველაფერი არის ნათქვამი", - განაცხადა თბილისის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

NDI-ის კვლევის მიხედვით, თბილისელები კახა კალაძის საქმიანობას დადებითად (დაახლოებით 55 %) აფასებენ. 

თემები:
შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები