ვოლსკი: პრეზიდენტმა თავის გამოგზავნილ 20 წუთიან ტელეგრამაში ბევრი სისუსტე დაიანახა

ვოლსკი: პრეზიდენტმა თავის გამოგზავნილ 20 წუთიან ტელეგრამაში ბევრი სისუსტე დაიანახა

პრეზიდენტმა მდგომარეობა და თავისი გამოსვლა შეაფასა, ბევრი სისუსტე დაინახა თავის ფორმულირებაში, მიდგომაში, რამაც მასზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
"პრეზიდენტის წარმოდგენით პარლამენტის საქმიანობის რეგულირება არ ხდება. საკმაოდ კარგი შეთავზება გვქონდა, რომელიც ბიუროზე იყო დამტკიცებული, სადაც მისი წარმომადგენელიც იყო, რომელიც დათანხმდა მისთვის მოსახერხებელ ფორმატს, რატომღაც შუა სხდოამზე გადწყვიტა, ჩართულიყო სიტყვა–პასუხის ფორმატში, რაც სხდომისთვის არ იქნებდოდა ლამაზი და რეგლამენტის დარღვევა იქნებოდა.

მას ქონდა საშუალება, მოესმინა ყველაფერი და ერთიანად ეპასუხა განუსაზღვრელად მიცემულ დროში. როგორც ჩანს, მდგომარეობა და თავისი გამოსვლაც შეაფასა, ვფიქრობ, ბევრი სისუსტე დაინახა თავის ფორმულირებაში, მიდგომაში, 20 წუთიანი ტელეგრამის გამოგზავნაში, ნაცვლად ისეთი საფუძვლინი ანგარიშის წარმოდგენისა, ამას დაემატა იცის, რომ გუშინდელი მოკავშირე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელიც საკმაოდ უხეში და არაკორექტული შეფასებებით გამოვიდა და ერთადერთი ვინც მხარი დაუჭირა, ისიც არც თუ მკაფიოდ, ეს იყო "პატრიოტთა ალიანსი".. ამ ყველაფერმაა ერთად შექმნა მისი ფსოქოლოგიური განწყობა და გახდა მიზეზი, რის გამოც მან მიატოვა სხდომა" - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები