გაბუნია პრეზიდენტს: გადახედეთ თვითმმართველობის ევროპულ პრაქტიკას

გაბუნია პრეზიდენტს: გადახედეთ თვითმმართველობის ევროპულ პრაქტიკას

საქართველოს პარლამეტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია პრეზიდენტს სესიაზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დღეს საქართველოში თვითმმართველობა ძლიერდება იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე.

"პრეზიდენტის განცხადება იმაზე, რომ თვითმმართველობა დასუსტდა იმიტომ, რომ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა შემცირდა, უაღრესად რბილად რომ ვთქვათ, არასწორია.

ვთავაზობ პრეზიდენტს, გადახედოს ევროპულ პრაქტიკას, მაგალითად ფინეთის მაგალითს, სადაც 2010 წლიდან 2017 წლის ჩათვლით 133 მუნიციპალიტეტით შემცირდა მათი საერთო რაოდენობა, თუმცა ფინეთს სუსტი თვითმმართველობა აქვსო, ვერავინ იტყვის.

ჩვენ გავაძლიერეთ კონსტიტუციური გარანტიები თვითმმართველობისთვის, ვიწყებთ დეცენტრალიზაციის რეფორმას, ვაფუძნებთ ინსტიტუციურ ფორმატს სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის დიალოგისთვის, ეფექტურად მუშაობს მთის კანონი და სხვა მექანიზმები", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა საფუძვლიანად უნდა შეხედოს საკითხს და ის აღმოაჩენს, რომ არასდროს ამდენი ღონისძიება არ მიმართულა თვითმმართველობის გაძლიერებისთვის.

კილაძე: ნარკოპოლიტიკამ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესები უნდა დააბალანსოს

კილაძე: ნარკოპოლიტიკამ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესები უნდა დააბალანსოს

21 მაისი, 2018

ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. "უნდა შევეცადოთ ისეთი ნარკოპოლიტიკა გვქონდეს, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესებს...

ახალი სტატიები