ზურაბიანი: პრეზიდენტის ინსტიტუტი "ნაციონალების" სატელიტი პარტიების ნავსაყუდელად და ტრიბუნად იქცა

ზურაბიანი: პრეზიდენტის ინსტიტუტი "ნაციონალების" სატელიტი პარტიების ნავსაყუდელად და ტრიბუნად იქცა

"მარგველაშვილის დამსახურებით პრეზიდენტის ინსტიტუტი ხელმოცარული ნაციონალების სატელიტი პარტიების ნავსაყუდლად და ტრიბულად იქცა" - ასე აფასებს წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი საქართველოს პრეზიდენტს.

ზურაბიანის თქმით პრეზიდენტი ბევრ საკითხთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს.

"ბატონო გიორგის დამსახურებით პრეზიდენტის ინსტიტუტი ხელმოცარული ნაციონალების სატელიტი პარტიების ნავსაყუდელად და ტრიბუნად იქცა.

ჩვენი დემოკრატიის მონაპოვარი, ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების რეალური გადანაწილება და მეტი დამოუკიდებლობის ხარისხი, არ ნიშნავს მწვანე ბარათს ამ შესაძლებლობის ბოროტად გამოყენებაზე. ამ მოცემულობას პირიქით, მოფრთხილება და უფრო მეტი განმტკიცება სჭირდება. ამ და ძალიან ბევრ საკითხთან მიმართებაში, ხშირია პრეზიდენტის მხრიდან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და ქმედებები.

ბატონმა პრეზიდენტმა ხელიდან გაუშვა შანსი და ისტორიული შესაძლეობლობა, მიეღო პოზიტიური თანამონაწილეობა ერის კონსოლიდაციის და სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცების პროცესში ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე." - განაცხადა წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა.

არჩილ თალაკვაძე: ქვეყანას  ქმედითი და მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება ჭირდება

არჩილ თალაკვაძე: ქვეყანას ქმედითი და მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება ჭირდება

20 ივნისი, 2018

"ჩვენ მივესალმებით, რომ მამუკა ბახტაძე მხარს უჭერს ინოვაციებს, იმ სიახლეებს, რომელიც ეკონომიკაში აუცილებლად დადებით ძვრებს მოიტანს" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპატლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ...

ახალი სტატიები