აბაშიშვილი: პრეზიდენტი ყველა მნიშვნელოვან თემას შეეხო, მგონი სმენის პრობლემა აქვთ დეპუტატებს

აბაშიშვილი: პრეზიდენტი ყველა მნიშვნელოვან თემას შეეხო, მგონი სმენის პრობლემა აქვთ დეპუტატებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში რიგით მე-5 და ბოლო წლიურ ანგარიშზე "რუსთავი2"-თან ისაუბრა და განაცხადა, რომ დეპუტატების განცხადებები, რომლებმაც პრეზიდენტს გამოსვლის შინაარსი დაუწუნეს, მიუღებელია, რადგან გიორგი მარგველაშვილი თავის გამოსვლაში, ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან თემას შეეხო.

"წინასწარვე, წინა დღეების განმავლობაში, თვითონ უმრავლესობამ, გააკეთა განცხადებები, რომ უნდა ყოფილიყო დებატები. მაშინ გავაკეთეთ განცხადება, რომ ჩვენ თანახმა ვიყავით დებატებისთვის, მაგრამ სრულიად მოულოდნელად, პრეზიდენტს ამ დაანონსებული დებატების საშუალება არ მისცეს. ორი პრობლემა იყო, რომ პრეზიდენტის ნათქვამი ვერ აღიქვეს მთლიანობაში, ვგულისხმობ შინაარსობრივ ნაწილს, ვისმენდით კომენტარებს, რომ პრეზიდენტს თურმე არ უსაუბრია უმუშევრობაზე, ოკუპაციაზე, სად იყვნენ ეს დეპუტატები, არ უსმენდნენ?! ესეიგი აღქმის პრობლემა იყო. პრეზიდენტის მხრიდან ეს იყო მესიჯური განცხადება, უმნიშვნელოვანეს თემებზე და აბსოლუტურად ყველა, ვინ დარბაზში ისხდნენ, ვერ გაიგო, არ უსმენდნენ, მე მგონი სმენის პრობლემა აქვთ სერიოზული", - განაცხადა აბაშიშვილმა. 

შეგახსენებთ, უმრავლესობის დეპუტატებმა პრეზიდენტს რეგლამენტის გვერდის ავლით დებატების უფლება არ მისცეს. 50 წინააღმეგი და 28 მომხრე - ასეთი გახლდათ გადაწყვეტილება. საპარლამენტო ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა პარლამენტის შენობა დატოვა.

იქამდე პრეზიდენტმა ითხოვა, რომ დეპუტატებთან დებატების საშუალება ჰქონოდა. პარლამენტის თავმჯდომარემ კი განუმარტა, რომ ამის შესაძლებლობას რეგლამენტი არ იძლეოდა. შესაბამისად პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა

12 ივლისი, 2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატოს სამიტზე, ნატო - საქართველო - უკრაინის ფორმატის სხდომის ფარგლებში მოკლე შეხვედრა გამართა აშშ-ს პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, თუ...

ახალი სტატიები