პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტის სატელევიზიო დებატებზე უარს აცხადებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტის სატელევიზიო დებატებზე უარს აცხადებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის შეთავაზებას, პრეზიდენტთან სატელევიზიო დებატებთან დაკავშირებით, უღირსი და არასერიოზული უწოდა.

"კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქციის უზრუნველყოფის ნაცვლად, რომელიც საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატების წარმართვას გულისხმობდა, უმრავლესობის მხრიდან მივიღეთ ყოვლად უღირსი და არასერიოზული შეთავაზება.

გუშინ, პრეზიდენტი მზად იყო კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქცია შეესრულებინა, გაეკეთებინა მოხსენება, რაც მან გააკეთა კიდეც და შემდგომ, შესულიყო დებატებში ყველა ტელევიზიის თვალწინ, პირდაპირ ეთერში. სამწუხაროდ, უმრავლესობამ მას ამის საშუალება არ მისცა. უმრავლესობა გაექცა ამ დებატებს.

გასაგებია, უმრავლესობისთვის ერთპარტიული პერფორმანსი ყველაზე უფრო კომფორტულია და ისინი დარჩნენ ამ კომფორტის ზონაში. სამწუხაროა, რომ ქვეყანა ამ გზით მიჰყავთ", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა

21 მაისი, 2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. "ის უზარმაზი ტკივილი, რომელიც თქვენთან ერთად განვიცადეთ არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვით, ცოტა მაინც შეგვიმსუბუქდება, როდესაც საქმე იქნება...

ახალი სტატიები