მდინარაძე: გუშინ პრეზიდენტი გაიქცა საქართველოს პარლამენტიდან, დღეს კი დებატებს გაექცა

მდინარაძე: გუშინ პრეზიდენტი გაიქცა საქართველოს პარლამენტიდან, დღეს კი დებატებს გაექცა

"პრეზიდენტმა დებატებზე უარის თქმით უკიდურესი უპასუხიმდგებლობა გამოიჩინა" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თვმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

"მგონი, ვინც ბოლო ორ დღის განმავლობაში თვალს ადევნებს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს თვალყურს, ვრცელი განამარტება მისთვის საჭირო არ არის. გუშინ საქართველოს პრეზიდენტი სამწუხაროდ გაიქცა საქართველოს პარლამენტიდან. გაექცა კითხვებს, რომელიც ქონდა საზოგადოებას, დღეს ის გაექცა დებატებს, იმიტომ, რომ მას როგორც ჩანს არ სურს დებატების რეჟიმში გასცეს საზოგადოებას პასუხები დაგროვებულ შეკითხვებზე, ამიტომ უარი თქვა დებატებზე. ეს იმას მიანიშნებს მხოლოდ და მხოლოდ, რომ ხუთი წლის თავზე, როდესაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს პრეზიდენტს ანგარიში ჩაბაროს თავის საქმიანობის შესახებ, მას არ უნდა ამ თემებაზე საუბარი და იჩენს უკიდურეს უპასუხიმგებლობას.

თუ ვინმე ცხელ გულზე არ გააკეთებს განცხადებას, როგორც ეს დღეს გააკეთეს ჩვენი შეთავზების საპასუხოდ, დაფიქრდებიან და მიხვდებიან რომ ეს არ არის კითხვებზე პასუხის გაცემა უმრავლესობის დეპუტატებისთვის და არის საზოგადეობისთვის პასუხების გაცემა და დაჯდებიან იმ დებატებში, კი ბატონო, ჩვენ კიდევ მზად ვართ მივიღოთ მათი ეს წინადადება და დავჯდეთ დებატებში"- განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები