მამუკა ბახტაძე საფრანგეთის განვითარების სააგენტოს აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს შეხვდა

მამუკა ბახტაძე საფრანგეთის განვითარების სააგენტოს აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს შეხვდა

აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 51-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს შეხვდა ჟან კლოდ პირეს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობა, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდა თბილისში AFD-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს გახსნის შემდეგ. საუბრისას, ხაზი გაესვა ქართული კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის რეფორმის მხარდაჭერის მნიშვნელობას, ასევე აღსანიშნავია AFD-ის მიერ საპენსიო სისტემის რეფორმის მხარდაჭერისთვის გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები.

ფინანსთა მინისტრმა ჟან კლოდ პირეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერისთვის და ქვეყნისთვის ისეთი პრიორიტეტული პროექტების დაფინანსებისათვის როგორიცაა: ხაშურის წყალმომარაგების სექტორის მშენებლობა, ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის სფეროში რეფორმების ფინანსური მხარდაჭერა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.


AFD სახელმწიფო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნების პოლიტიკას სიღარიბის დაძლევის და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიმართულები. საქართველოში AFD-ის შესაძლებლობა აქვს, განახორციელოს სუვერენული და არასუვერენული დაფინანსება ურბანული განვითარების, სოფლის მეურნეობისა და რეგიონალური განვითარების, ენერგეტიკის, პროფესიული განათლებისა და მმართველობის სფეროებში.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები