სალომე ზურაბიშვილი: პრეზიდენტი მსხვერპლს თამაშობს

სალომე ზურაბიშვილი: პრეზიდენტი მსხვერპლს თამაშობს

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

”ვერ გავიგე უმრავლესობა პრეზიდენტს რა დებატებზე ეპატიჟება? "დებატი" იყო და დასრულდა, ისე როგორც ვნახეთ. ეს დებატი არ გულისხმობდა და არ გულისხმობს პრეზიდენტს და პარლამენტარებს შორის დისკუსიის გამართვას, არამედ პრეზიდენტს აძლევს საშუალებას, რომ თავისი ხედვა წარუდგინოს პარლამენტს და ქვეყანას, პარლამენტარებს და პარტიებს რომ დააფიქსირონ თავ-თავიანთი შეხედულებები ამ გამოსვლაზე რის შემდეგ პრეზიდენტს ეძლევა ბოლო სიტყვა. ესაა და ეს. მის და პარლამენტის წევრთა შორის დისკუსია/პოლემიკა/ არგუმენტების გაცვლა არც პარლამენტს სჭირდება ან უხდება. ამას ამტკიცებდა თვით უმრავლესობა. პრეზიდენტი თავის მხრიდან, რომ ითხოვდა სწორედ ასეთი "კამათში" ჩართვის უფლებას დღეს უარს ამბობს (ამ ჯერად მე მიმაჩნია სწორედ... ვისთან უნდა იდებატოს? ან რატომ? ის პრეზიდენტია და ეს პარლამენტი!)

მოკლედ არც ერთმა არ იცის რა პრინციპებს იცავს და ყველა პოზირებს საზოგადოების შიშით თუ გულის მოგებისთის!

პრეზიდენტი მსხვერპლს თამაშობს: დებატების უფლებას მართმევენო! უმრავლესობას კი თავისი პრინციპულობის შეეშინდა და ვაი ხალხმა ვერ გამიგოსო! ამ დროს ნათელი ინსტიტუციური წყობა და წესები ბუნდოვანი ხდება!", - წერს სალომე ზურაბიშილი

კილაძე: ნარკოპოლიტიკამ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესები უნდა დააბალანსოს

კილაძე: ნარკოპოლიტიკამ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესები უნდა დააბალანსოს

21 მაისი, 2018

ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. "უნდა შევეცადოთ ისეთი ნარკოპოლიტიკა გვქონდეს, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესებს...

ახალი სტატიები