პრეზიდენტი: წარმოგიდგენიათ 3500 შეწყალებულს შორის ახლობელი არავინ იყოს?

პრეზიდენტი: წარმოგიდგენიათ 3500 შეწყალებულს შორის ახლობელი არავინ იყოს?

"ხომ ხვდებით რა არის მთავარი და რაზე გირტყამენ?! თქვენი ნათესავები რატომ შეიწყალეთ კომისიის გვერდის ავლითო." - ამ კითხვით მიმართა გადაცემა "რეაქციას" წამყვანმა ინგა გრიგოლიამ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს..

"ერთი ადამიანი შევიწყალე და ეს იყო მაკას ძმა. ანალოგიური ბრალდებით არაერთი პატიმარი მყავს შეწყალებული. იყო ფაქტორი რომ იყო მაკას ძმა? რა თქმა უნდა, ვიცნობდი ადამიანს. როდესაც მე ვიღაცა რეკომენდაციას მეუბნება, რომ კარგი ადამიანია და რაღაცას მიყვება რომელიღაც პატიმარზე, რა გგონიათ ეს ამ კომისიაზე არ ახდენს გავლენას, ან ადვოკატის პოზიცია არ ახდენს გავლენას?

მე არ შემიწყალებია მაკას ძმა ისეთი დანაშაულისთვის, რისთვისაც სხვა არ შემიწყალებია.ეს არ იყო გამონაკლისი. და ახლა გადავიდეთ მეორეზე, რომ მაკას ბიძაშვილის ყოფილი ქმარი თურმე შემიწყალებია, ეს არც ვიცოდი. ამას არ ვიხილავდი და მე კი არა, კომისიამაც ბუნებრივია, არ იცოდა. შენ წარმოგიდგენია, რომ 3500 შეწყალებულს შორის ახლობელი არავინ იყოს?!"- განაცხადა პრეზიდენტმა

პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა

21 მაისი, 2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. "ის უზარმაზი ტკივილი, რომელიც თქვენთან ერთად განვიცადეთ არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვით, ცოტა მაინც შეგვიმსუბუქდება, როდესაც საქმე იქნება...

ახალი სტატიები