ქუცნაშვილი ჟურნალისტებს: პრეზერვატივზე თქვენი სურათი რომ გამოსახონ, გაგიხარდებათ?

ქუცნაშვილი ჟურნალისტებს: პრეზერვატივზე თქვენი სურათი რომ გამოსახონ, გაგიხარდებათ?

„უხეში შედარება, რომ მოვიყვანოთ, თითოეული ჩვენი ოჯახის წევრი რომ გამოსახონ იქ, როგორ ჩაითლება ეს საზოგადოების მხრიდან? მოგეწონებათ თქვენი ოჯახის წევრის სურათი იყოს მასზე გამოსახული ან თქვენი სურათი რომ გამოსახონ, გაგიხარდებათ?“- ასეთი შეფასება მისცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა თავართქილაძის გადაწყვეტილებას. 

„სამართალი ამბობს, რომ გარდაცვლილ ადამიანებზე არ ვრცელდება ღირსების დაცვის უფლება. ანუ, ვერ უჩივლებ გარდაცვლილ ადამიანს რომ მის მიმართ წარმოებული იყოს დავა. არის ასევე დაწერილი და დაუწერელი ტრადიცია, ამ ქვეყნიდან წასულებზე ცუდს არ ვსაუბრობთ. მითუმეტეს წმინდანებზე, თუმც გააჩნია ვინ რა კატეგორიით და ზნეობით ხელმძღვანელობს. 

უხეში შედარება რომ მოვიყვანოთ, თითოეული ჩვენი ოჯახის წევრი რომ გამოსახონ იქ, როგორ ჩაითვლება ეს საზოგადოების მხრიდან? მოგეწონებათ თქვენი ოჯახის წევრის სურათი იყოს მასზე გამოსახული ან თქვენი სურათი რომ გამოსახონ გაგიხარდებათ? მე მგონი არ გაგიხარდებათ და თუ ვინმე ხართ ასეთი მაზოხისტი, საკუთარი სურათის დახატვას მოინდომებთ არ მგონია. თქვენ საზოგადებას მე პატივს ვცემ და ვიცი, რომ ღირსებით შემკული ხალხი ხართ“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. 

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ დააკმაყოფილა თბილისის მერიის საჩივარი და "აიისას“ დამფუძნებელი ანა გაჩეჩილაძე 500 ლარით დააჯარიმა და პრეზერვატივის შეფუთვაზე წმინდა თამარის გამოსახულების და აფორიზმების გამოყენება აუკრძალა

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე ”აიპრესთან” აცხადებს, რომ "აიისა"-ს წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლებაზე მიტანილი იერიშია!

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები