ბერა მეგი გოცირიძეს: ასაკით ბებიად რომ არ მეკუთვნოდეთ, პასუხს სხვანაირად მოგთხოვდით

ბერა მეგი გოცირიძეს: ასაკით ბებიად რომ არ მეკუთვნოდეთ, პასუხს სხვანაირად მოგთხოვდით

ასე უპასუხა ბერა ივანიშვილმა "ნაციონალურ მოძრაობის" აქტივისტს, მიხეილ სააკაშვილის აქტიურ მხარდამჭერ მეგი გოცირიძეს.

"მივმართავ ნაციონალური მოძრაობის წევრებს, მათ მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს: ვიცი, თქვენ ჩემი სტატუსი არც გაგაწითლებთ და არც მონანიების სურვილს აღგიძრავთ, ვინაიდან თქვენმა არაერთმა რეპლიკამ, სტატუსმა და მოგონილმა ზღაპარმა დამარწმუნა ამაში.

მაგალითად, ქალბატონ მეგი გოცირიძეს არც მაშინ შერცხვენია, როცა გამოგონილი ამბავი მამას ინსულტის შესახებ მთელი მონდომებით აიტაცა და აპიარა და არც მაშინ, როცა, თითქოს სამძიმრის სახით, გვირგვინი დადო ბებიას სახლის ჭიშკართან. რომ არა ის ორი ფაქტორი, რომ ქალბატონი ბრძანდებით და ასაკით ბებიად მეკუთვნით - საქმეს სხვანაირად წარვმართავდი და პასუხსაც გაგებინებდით, თუმცა თქვენდამი ჩემი ასეთი ყურადღება ძალიან დიდი პატივი იქნებოდა. ისიც ვიცი, თქვენნაირი მენტალობის ადამიანებს მორალის თემები არც ესმით და არც აწუხებთ." -წერს ბერა თავის სოციალურ ქსელში, სადაც აღნიშნავს, რომ მას კლუბ "ბასიანთან" არასდროს არანაირი შეხების წერტილი არ ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ მეგი გოცირიძემ ბერა ივანიშვილის "ბასიანის" ლობირებაში დაადანაშაულა

შარაშენიძე: ტრამპი პუტინს მის ყოფილ კოლონიაში ეწვია, ურთიერთობების გაფუჭება კი თავისივე ქვეყანას დააბრალა

შარაშენიძე: ტრამპი პუტინს მის ყოფილ კოლონიაში ეწვია, ურთიერთობების გაფუჭება კი თავისივე ქვეყანას დააბრალა

17 ივლისი, 2018

"პუტინს მის ყოფილ კოლონიაში თავისუფალი სამყაროს ლიდერი, ამერიკის პრეზიდენტი ეწვია რომელმაც ურთიერთობების გაფუჭება თავისივე ქვეყანას დააბრალა. ეს იმის მერე რაც თავისუფალი სამყაროს ლიდერი ევროპაში ყველას ეჩხუბა", - ამის შესახებ წერს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები