მამუკა ბახტაძე: ჩვენი რეფორმა ემსახურება საქართველოში სიღარიბის დამარცხებას

მამუკა ბახტაძე: ჩვენი რეფორმა ემსახურება საქართველოში სიღარიბის დამარცხებას

ყველა ჩვენი რეფორმა ემსახურება ერთ მიზანს - ესაა საქართველოში სიღარიბის დამარცხება - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს.

მისი თქმით, ჭარბვალიანობა საქართველოში დღეს წარმოადგენს პრობლემას, ის არის რისკი და მის გადასაჭრელად გადაიდგა პრინციპული ნაბიჯები, რომელიც დღეიდან ამოქმედდა.

„აღნიშნული პრობლემის დაგროვება ხდებოდა წლების განმავლობაში. დღეს მივიღეთ მასშტაბი, რომელიც საჭიროებს პრინციპულ და მასშტაბურ გადაწყვეტას. მესმის, რომ შეიძლება ბევრ მოქალაქეს შეიძლება ჰქონდეს შინაგანი განცდა, რომ აღნიშნული რეფორმა, შესაძლოა, შეჩერდეს, ან ბოლომდე ვერ მივიდეს, მაგრამ მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ჩვენ აუცილებლად დავასრულებთ იმ რეფორმას, რაც დავიწეთ და ამას გავაკეთებთ ეფექტური თამაშის წესების დადგენით,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, ჭარბვალიანობამ ქვეყანაში გამოიწვია ის, რომ მოსახლეობას უწევს თავისი განკარგვადი შემოსავლების დიდი ნაწილის გადახდა კრედიტების მომსახურებაში.

„ისეთი ტიპის კრედიტების აღება, რომელიც ეკონომიკურად მიზანშეუწონელია, იწვევს მეწარმეობის პოტენციალის შემცირებას ქვეყანაში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, ესაა ცალკე რეფორმა, ამას სჭირდება ცალკე სამართლებრივი პაკეტის და საგადასახადო ინიციატივების მომზადება. ჭარბვალიანობა არის სხვა პრობლემა, რომლის მოსაგვარებლად გამოყენებული იქნება სხვა სამართლებრივი მექანიზმები, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველა რეფორმა ემსახურება ერთ მიზანს - საქართველოში სიღარიბის დამარცხებას. შესაბამისად, ეს რეფორმები ერთმანეთთან ურთიერთდაკავშირებულია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, როდესაც ვსაუბრობთ ჭარბვალიანობაზე, ეს ამცირებს მეწარმეობის პოტენციალს საქართველოში, იმიტომ რომ რამდენიმე ათეული ათასი ჩვენი მოქალაქ დღეს არის ე.წ. შავ სიაში და მათ შეზღუდული აქვთ წვდომა ეკონომიკური საქმიანობის წარმართვაზე. ჩვენ ისედაც გვაქვს ძალიან მცირე ბაზარი ჩვენი ქვეყნის მასშტაბიდან გამომდინარე და ამას ემატება ის, რომ რამდენიმე ასეულ ათას ადამიანს არ აქვს წვდომა ფინანსურ ინსტრუმენტებზე, რათა ბიზნესი განავითაროს და შეინახოს თავიანთი ოჯახები. ესაა სწორედ ერთ-ერთი მნიშნელოვანი წყარო იმ სიღარიბისა, რომელსაც ვებრძვით და ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ იმ რეფორმას, რაც უკავშირდება საქართველოში ჭარბვალიანობის პრობლემის პრინციპულ გადაჭრას და ახალი, სამართლიანი წესების დადგენას, ამაში უკან დავიხევთ პირიქით, ამას გავაკეთებთ ძალიან პრინციპულად. უახლოეს დღეებში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის შესახებ შეიტყობთ, რომელიც უკავშირდება საქართველოში ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოფხვრას,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

 

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები