ბახტაძე ოპონენტებს: დროს ნუ ხარჯავთ, სამართლიანი თამაშის წესები აუცილებლად დაწესდება

ბახტაძე ოპონენტებს: დროს ნუ ხარჯავთ, სამართლიანი თამაშის წესები აუცილებლად დაწესდება

მინდა მოვუწოდო ოპონენტებს ნუ ხარჯავენ დროს, ახალი სამართლიანი თამაშის წესები საქართველოში აუცილებლად დადგინდება და ეს იქნება თავსებადი საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვისას.

მისი თქმით, მთავარი ორიენტირია ევროპული პრაქტიკა და მოქალაქეებისთვის ისეთი თამაშის წესების შექმნა, რომელიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხებში საუკეთესოდ ითვლება.

„არ შემიძლია ჩვენს ბევრ ოპონენტს არ გამოვეხმაურო, რომელმაც ჩვენს ინიციატივაზე სხვადასხვა ტიპის სტერეოტიპის მიკერება სცადა. თითქოს ეს საბაზრო ეკონომიკის განვითარებას ხელს უშლის. აქ ჩვენ ორი სცენარი და ვარიანტი გვაქვს. ან ჩვენი ოპონენტების ეკონომიკური განათლების დონე შესაბამისი არ არის, ან იმ ჯგუფებს, რომლებსაც ახალი რეგულაციები არ სურთ, ისინი მთელს ძალისხმევას არ იშურებენ და მოსახლეობა შეცდომაში შეყავთ. ჩვენ მოქალაქეების, მომხმარებლების ინტერესების დაცვაზე ვსაუბრობთ. ჩვენი ორიენტირი ევროპული პრაქტიკა და მოქალაქეებისთვის ისეთი თამაშის წესების შექმნაშია, რომელიც ევროპაშია და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხში საუკეთესოდ ითვლება. ამიტომ ოპონენტებს მინდა მოვუწოდო, ნუ ხარჯავენ რესურსებს, ახალი თამაშის წესები აუცილებლად დადგინდება. ეს სამართლიანი და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან თავსებადი იქნება”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები