მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს განათლების სისტემა უნდა დაეფუძნოს საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას

მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს განათლების სისტემა უნდა დაეფუძნოს საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას

"მივესალმები საქართველოს განათლების სამინიტროს ხედვას, რომელიც უკავშირდება განათლების სფეროს ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას და განვითარებას. ჩვენი განათლების სისტემა უნდა დაეფუძნოს საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას” - ამის შესახებ  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განათლების რეფორმის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციის დასრულებისას განაცხადა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე და სამეცნიერო პროგრამების კუთხით ევროპული მოდელის ეფექტურად გამოყენებაზე ისაუბრა.

“ჩვენ ვართ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ისეთი პროგრამების ათვისებით როგორიც არის ERASMUS +, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მობილობას. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც ვიღებთ ევროკავშირის მხრიდან, ასევე წევრი ქვეყნების მხრიდან. ჩვენი მომავალი არის განათლებულ საზოგადოებაში, ახლაგაზრდებში, რომელთაც შეუძლიათ თავიანი განათლებით სამუშაო ადგილების და საკუთარი ღირსეული მომავლის პოვნა საქართველოში” - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მოწვეულ სტუმრების სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამოქმედო გეგმის “12 ნაბიჯი ხარისხიანი განათლებისკენ” პრეზენტაცია გააკეთა და მოწვეულ სტუმრებს დეტალურად გააცნო განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმები და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირების გაღრმავების პერსპექტივები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამოქმედო გეგმა განათლების ყველა დონეზე ხარისხის ამაღლებას ემსახურება, რაც მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ნაწილს წარმოადგენ.

პრეზენტაციას მთავრობის წევრები, განათლების სფეროსა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები