გოცირიძე ბახტაძეს: როცა "ქართუში" მუშაობდი, ოპონენტების განათლებაზე არ უნდა ისაუბრო!

გოცირიძე ბახტაძეს: როცა "ქართუში" მუშაობდი, ოპონენტების განათლებაზე არ უნდა ისაუბრო!

„არ შეიძლება კომპეტენციაზე და განათლებაზე საუბრობდნენ მთავრობის წევრები, რომელთა მთავარი დამსახურება „ქართუში“ მუშაობაა“, - ასე ეხმაურება ფინანსთა მინისტრს მამუკა ბახტაძეს საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე.
როგორც გოცირიძემ „აიპრესს“ უთხრა, „ქართულ ოცნებას“ ეკონომიკური ხედვა საერთოდ არ აქვს და ისინი ნელ-ნელა უბრუნდებიან შევარდნაძის დროინდელ მექანიკურ ფილოსოფიას.

„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობა და მისი ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ეროვნული ბანკი აცდა იმ გზას, რომელმაც საქართველოში შექმნა თავისუფალი ეკონომიკა. ყველა წარმატება, რაც კი მომხდარა საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ, სწორედ ამ ლიბერალური ეკონომიკის საფუძველზე განხორციელდა.

ყველა მათი მარეგულირებელი ინიციატივა კრახით დასრულდება. მთავრობის მიერ ლარიზაციის სუბსიდირება 65 მილიონით, რომელის კრახით დამთავრებაც დაწყებულია; სასაცილო და ძალიან ცუდი ფაქტია ისიც, რომ იწყება 1 და 2 თეთრიანის ამოღება მიმოქცევიდან. ეს არის სიმბოლური გამოხატულება დღევანდელი საფინანსო პოლიტიკისა.

იმ შეზღუდვებს რაც შეეხება, რაც საბანკო სექტორში ხორციელდება, ეს საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს ცუდად დაუბრუნდება, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებსაც ბანკში აქვთ შემოსავალი, მაგრამ არ აქვთ მათი დადასტურების ოფიციალური წყაროები. ეს სეგმენტია თვითდასაქმებულები, რომელშიც შედის, ჩვენი სოფლის მოსახლეობა, რომლებიც მიწაზე არიან დასაქმებულები, ასევე ისეთი სამუშაო ადგილები, როგორიცაა: მძღოლები, ხელოსნები, რეპეტიტორები, მცირე ბიზნესით დაკავებული ადამიანები... ამ ადამიანებს სამომავლოდ ძალიან გაუჭირდებათ კრედიტებზე წვდომა, ისევე როგორც ეს ცუდად იმოქმედებს ზოგადად საფინანსო სისტემის განვითარებაზე. ის, რომ ადამიანები ლომბარდებში მანქანებს დებენ და კრიმინალური გარჩევები ხდება, ეს ძალიან სასაცილოა. როდესაც ადამიანს სჭირდება ფული, ის დაიწყებს მის შოვნას შავ ბაზარზე და შავ ბაზარზე ნაშოვნი ფულის უკან დაბრუნება არის კრიმინალური გარჩევები“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

კითხვაზე, ეს ნიშნავს, რომ მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ შავი ბაზრის წახალისებას უწყობს ხელს? - გოცირიძე პასუხობს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს ეკონომიკური პოლიტიკა.

„არა, მას არ აქვს ჩამოყალიბებული ეკონომიკური ხედვა და ნელ-ნელა უბრუნდება შევარდნაძის დროინდელ მექანიკურ ფილოსოფიას“, - აღნიშნა დეპუტატმა.

რაც შეეხება იმას, რას ნიშნავს მისთვის ოპონენტების მიმართ ეკონომიკური განათლების პრობლემაზე საუბარი ფინანსთა მინისტრის მხრიდან? - გოცირიძე აცხადებს, რომ ეს სასაცილოა:

„რომელ ეკონომიკურ განათლებაზეა საუბარი მთავრობაში. „ქართუ ჯგუფში“ ნამუშევარი თუ არ ხარ... ერთი პატარა ბანკი მართავს მთელ ქვეყანას. ძალიან დაბალია მთავრობაში პროფესიონალიზმი. არ შეიძლება კომპეტენციაზე და განათლებაზე საუბრობდნენ მთავრობის წევრები, რომელთა მთავარი დამსახურება „ქართუში“ მუშაობაა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, მამუკა ბახტაძემ ოპონენტების მისამართით ასეთი განცხადება გააკეთა: „აქ ჩვენ ორი სცენარი და ვარიანტი გვაქვს. ან ჩვენი ოპონენტების ეკონომიკურიგანათლების დონე შესაბამისი არ არის, ან იმ ჯგუფებს, რომლებსაც ახალი რეგულაციები არ სურთ, ისინი მთელს ძალისხმევას არ იშურებენ და მოსახლეობა შეცდომაშიშეყავთ”- თქვა მამუკა ბახტაძემ.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები