ზოიძე: კლუბური ნარკოტიკის საფარქვეშ სასიკვდილო შხამია, რომელიც საათებში კლავს

ზოიძე: კლუბური ნარკოტიკის საფარქვეშ სასიკვდილო შხამია, რომელიც საათებში კლავს

ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მან იმ ადამიანების ოჯახებს მიუსამძიმრა, ვინც ნარკოტიკების მოხმარების გამო დაიღუპნენ.

რაც შეეხება ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ კანონპროექტს, დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ რამდენიმე კვირაში კონსესუსს მიაღწევენ და შემდეგ უკვე ფართო განხილვას დაიწყებენ პარლამენტში.

„პირველ რიგში იმ ადამიანების ოჯახებს მივუსამძიმრებ, ვინც დაიღუპა. დისკუსია ასეთ პირობებში ნამდვილად მძიმეა. პოლიტიკური სპეკულაციების საფუძველი ადამიანის სიკვდილი არ უნდა იყოს. თემა ძალიან რთულია. ჩვენ ძალისხმევა არ დაგვიკლია ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რომ პოზიციები შეგვეჯერებინა ამ უაღრესად მნიშვნელოვან რეფორმასთან დაკავშირებით. საზოგადოებაში აზრი ორად არის გაყოფილი. ვმუშაობთ რეალურად, იმისათვის, რომ დავაახლოვოთ ეს პოზიციები.

ჩემი აზრით რამდენიმე კვირაში მივაღწევთ კონსესუსს, რათა შემდეგ უკვე საჯარო დისკუსიის პირობებში შევძლოთ ამ ქვეყნისთვის ყველაზე საჭირო ფორმატით ამ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც გააგრძელებს ბრძოლას ნარკოგამსაღებლებთან, მათ შორის მომაკვდინებელ პრეპარატებთან, რომელიც წლების მერე კი არ კლავს, ახლავე კლავს, რამდენიმე საათში. ჩვენ თითოეულ მოქალაქეს უნდა მოვუწოდოთ, რომ არ მოიხმარონ ნარკოტიკები, რადგან ეს ნარკოტიკები ვრცელდება ე.წ. კლუბური თუ მსუბუქი ნარკოტიკების საფარველ ქვეშ და რეალურად არის სასიკვდილო შხამი, რომელიც კლავს საათების განმავლობაში.“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

კილაძე: ნარკოპოლიტიკამ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესები უნდა დააბალანსოს

კილაძე: ნარკოპოლიტიკამ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესები უნდა დააბალანსოს

21 მაისი, 2018

ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. "უნდა შევეცადოთ ისეთი ნარკოპოლიტიკა გვქონდეს, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესებს...

ახალი სტატიები