ჯანელიძე: საგზაო რუკა ევროკავშირისკენ მოითხოვს იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე ასოცირების შეთანხმება

ჯანელიძე: საგზაო რუკა ევროკავშირისკენ მოითხოვს იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე ასოცირების შეთანხმება

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა, პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თავმჯდომარეობით.

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, შეხვედრაზე ძირითად საკითხად განიხილეს საქართველოს მთავრობის ინიციატივა საგზაო რუკა ევროკავშირისკენ.

„ეს არის დოკუმენტი, რომლის კონცეფციაც იქნა წარდგენილი და დამტკიცებული კომისიის ფარგლებში, რომელიც მოემსახურება საქართველოს მეტ ინტეგრაციას ევროკავშირში.

დღეს საქართველო არის ძალიან წარმატებული ევროპული ინტეგრაციის პროცესში, აღიარებულია, როგორც ლიდერი, ევროპული ტრანსფორმაციის, ევროპული რეფორმების განხორციელების, ევროპული სტანდარტების დანერგვის კუთხით. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ამბიციურ ინტეგრაციულ პროცესს ევროკავშირთან. საგზაო რუკა სწორედ ამ ამბიციას უკავშირდება, რომ ჩვენ შევძლოთ მეტად დაახლოება ევროკავშირთან, ასევე მეტი შესაძლებლობების გაჩენა ჩვენი მოქალაქეებისთვის. ევროპული ინტეგრაცია არის როგორც პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელი, ასევე, პრაქტიკული შედეგის მომტანი თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის.

ის ნაბიჯები, რომლებიც საგზაო რუკის შესაბამისად გადაიდგმება, მოემსახურება ორივე მიმართულებას. იგი გულისხმობს იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე ასოცირების შეთანხმება მოითხოვს დღეს საქართველოსგან, მეტი რეფორმის და მეტი შესაბამისი დაახლოების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს მოყვება კონკრეტული შედეგი.

მინდა გამოვყო ძირითად მიმართულებები. რა თქმა უნდა პირველ რიგში უპირველეს ამოცანად რჩება ასოცირების შეთანხმების სრულყოფილი იმპლემენტაცია, ეს არის როგორც მისი პოლიტიკური ნაწილი, დემოკრატიული განვითარების კომპონენტი, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, ასევე მისი სექტორალური და სავაჭრო ნაწილი“, - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტის თქმით, მიზანია მეტი ინტეგრაცია მოხდეს ევროპულ სააგენტოებთან.

„ამით გავაძლიერებთ ჩვენს შესაბამის უწყებებს, და ასევე დავუახლოვდებით ევროპულ პოლიტიკას და პრაქტიკას.

ჩვენი მიზანია, რომ ევროპული პროგრამები კდიევ უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ. დრს სასქართველო სარგებლობს ისეთი პრგრამებით, როგორიცაა ერასმუს + და ჩვენ ვართ იმ 10 საუკეთესო ქვეყანაში, რომელიც ყველაზე ეფექტურად იყენებს ამ პროგრამას, დაახლოებით 40-ზე მეტი სასწავლო დაწესებულებაა ჩართული აღნიშნულ პროგრამაში. ეს არის მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამები, როგორც სტუდენტებისთვის, ისე პროფესორ მასწავლებლებისთვის. ეს ხელს უწყობს ჩვენს მეტ დაახლოებას ევროპულ სტანდარტებთან და საგანმანათლებლო სისტემასთან.

ასეთი კონკრეტული შედეგის მატარებელია ჰორაიზონ 2020 , რომელიც ხელს უწყობს სამეცენირო სფეროს, ინოვაციების სფეროს, ასეთივე შედეგების მატარებელია კრეატიული ევროპა, რომელიც ხელს უწყობს კულტურის სფეროს თანამშრომლებს, ზოგადად კულტურის სფეროს განვითარებას, და შესბამისი პროექტების განხორციელებას ევროპელ კოლეგებთან ერთად.

ჩვენ გვინდა სხვა ასეთი ევროპული პროგრამებ გახდეს ხელმისაწვდომი საქართველოსთვის. ასეთი შეიძება იყოს მაგალიტად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შესაბამისი პროგრამა და სხვა პროგრამები, რომლებიც ხელმისაწვდომია ევროკავშირის წევრი და გაწევრიანების გზაზე მყოფი ქვეყნებისთვის“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მისი თქმით, შემდეგი მიმართულება, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება საგზაო რუკის, ეს არის უსაფრთხოების სფეროში ჩვენი თანამშრომლობა.

„ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გასულ წელს ამ მიმართულებით ევროკავშირთან. ჩამოყალიბდა პირველი მაღალი დონის დიალოგი უსაფრთხოების საკითხებში, სადაც ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირთან მეტ თანამშრომლობას, ასევე რა თქმა ევროკავშირის როლს საქართველო-რუსეთის კონფლიქტის დარეგულირების კუთხით.

ჩვენ განსაკუთრებული ნაბიჯის გადადგმას ვგეგმავთ ასევე სექტორალური თანამშრომლობის კუთხით. ასოცირების შეტანხმება უკვე განსაზღვრავს გარკვეული მიმართულებით ჩვენს სექტორალურ თანამშრომლობას, მაგრამ ჩვენი მიზანია, სექტორალური თანამშრომლობა თვისობრივად ახალ ეტაპზე ავიყვანოთ, როგორც პოლიტიკის დაახლოების კუთხით, ასევე საკანონმდებლო დაახლოების კუთხით. ჩვენი სექტორები გავხადოთ მაქსიმალურად თავსებადი ევროპულ სექტორულ პოლიტიკასთან, რაც რა თქმა უნდა გააღმავებს ჩვენს ინტეგრაციას და საქართველოში ევროპული სტანდარტის დამკვიდრებას ხელს შეუწყობს.

საგზაო რუკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება საკანონმდებლო დაახლოების პროცესის შეფასება, ანალიზი, სად გვჭირდება ჩვენ დამატებითი ნაბიჯების გადადგმა ასოცირების შეთანხმების მიღმა, იმისათვის, რომ კიდევ უფრო მივუახლოვდეთ ევროპულ კანონმდებლობას, და ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაო, რომელიც ჩასატერებელია ჩვენს მიერ.

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი აქტიური ჩართულობა ევროკავშირის ქსელებში, როგორიცაა სატრანსპორტო, საკომუნიკაციო, ენერგეტიკული ქსელი.

ჩვენ ამ ინფრასტრუქტურული ინტეგრაციით მოვახერხებთ მეტი სარგებლის მოტანას, როგორც ჩვენი მეწარმეებისთვის, ასევე ზოგადად მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის.

ჩვენთვის ასევე პრიორიტეტად რჩება აღმოსავლეთ პარტნირობის ფორმატში მონაწილეობა, ჩვენ აქტიურ მუშაობას გავაგრძელებთ მიზნების შესასრულებლად, რომელიც დასახულია 2020 წლისთვის“, - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნული კონცეფცია დრევანდელ კომისიაზე დაამტკიცეს, რომელსაც წარუდგენენ, როგორც პარლამენტს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესს, შესაბამის დაინტერესებულ პირებს.

„წარვუდგეთ, რათა უზრუნველყოფილი იყოს მაქსიმალური ჩართულობა, მხარდაჭერა ამ პროცესისადმი. საზოგადოების აქტიური მხარდაჭერით არის შესაძლებელი ამ ამბიციური გეგმის განხორციელება, რომელიც რა ტქმა უნდა უკავშირდება ჩვენს პოლიტიკურ ამბიციებს, და იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გავხადოთ ნამდვილად ევროპული ქვეყანა და ჩვენც ვიყოთ საბოლოო ჯამში სრულფასოვანი წევრი ევროპული ოჯახის“, - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრის განცხადებით, მათი ამოცანაა, საგზაო რუკა, შესაბამისი სამოქმედო გეგმებით, როგორც სრულყოფილი დოკუმენტი მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლომდე შეიმუშავონ. მანამდე კი დაიგეგმა შესაბამისი ეტაპები. კომისიამ სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელიც მინისტრების მოადგილეების დონეზე იმუშავებს. შეიქმნება 4 ქვეჯგუფი, რომელიც თემატურად იმუშავებს დეპარატმენტის ხელმძღვანელების დონეზე.

ვეს მიტჩელი: საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა

ვეს მიტჩელი: საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა

21 მაისი, 2018

საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და კიდევ უფრო მრავალმრივი გახდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის...

ახალი სტატიები