საპროტესტო აქციის ლიდერი, ნიკოლ პაშინიანი სომხეთის პრემიერმინისტრად აირჩიეს

საპროტესტო აქციის ლიდერი, ნიკოლ პაშინიანი სომხეთის პრემიერმინისტრად აირჩიეს

სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ კენჭისყრის შედეგად, ქვეყნის პრემიერმინისტრად საპროტესტო აქციების ლიდერი, ნიკოლ პაშინიანი აირჩია. მის კანდიდატურას (სხვა კანდიდატები პრემიერმინისტრის თანამდებობაზე არ ყოფილა ), მხარი 58-მა დეპუტატმა დაუჭირა. სულ 53 ხმა იყო საჭირო. 42 დეპუტატი წინააღმდეგი იყო, კიდევ ერთმა დეპუტატმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, პრემიერმინისტრს პარლამენტი (105 ადგილით) უმრავლესობით ირჩევს. ახლა პაშინიანმა მინისტრთა კაბინეტი უნდა ჩამოაყალიბოს, ხოლო შემდეგ - პარლამენტს მისი სამოქმედო პროგრამა წარუდგინოს. ორივე პროცედურა ასევე პარლამენტში კენჭისყრას მოითხოვს.

როგორც პაშინიანის პრეს-მდივანმა ტიგრან ავინიანმა RBC-ს განუცხადა, პაშინიანი არ აპირებს, რომ პრემიერის პოსტი მუდმივად ეკავოს.

1 მაისს სომხეთის პრემიერმინისტრის არჩევნების დღეს პაშინიანის კანდიდატურას მხარი მხოლოდ 45 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 56 წინააღმდეგი იყო. პაშინიანის გამარჯვებისთვის, მინიმუმ 53 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. შესაბამისად, დღეს 8 მაისს განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა.

სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, თუ პრემიერმინისტრს პირველი მცდელობისას ვერ აირჩევდნენ, მეორე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. თუ პრემიერმინისტრობის კანდიდატი დეპუტატების საერთო რაოდენობის უმრავლესობით არ აირჩეოდა, სომხეთის პარლამენტი დაიშლებოდა.

თუმცა, 3 აპრილს ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა, რომ მმართველი რესპუბლიკური პარტიის დეპუტატები "ხალხის კანდიდატის" პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ხელს შეუწყობდნენ.

მეწყერის ჩამოწოლის გამო, "კუკუშკამ"  მგზავრების ბაკურიანში ჩაყვანა ვერ შეძლო

მეწყერის ჩამოწოლის გამო, "კუკუშკამ" მგზავრების ბაკურიანში ჩაყვანა ვერ შეძლო

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს. "ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე, გამთენიისას მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასები სოფელ დაბასთან მისასვლელ გზაზე, მერვე კილომეტრის მერვე პიკეტზე ჩამოიშალა. შეფერხების...

ახალი სტატიები