დღეს, ბიძინა ივანიშვილს "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარედ აირჩევენ

დღეს, ბიძინა ივანიშვილს "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარედ აირჩევენ

"ქართული ოცნების" დამფუძნებელი, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად დღეს ბრუნდება და ხელმეორედ პარტიის თავმჯდომარედ აირჩევენ.
ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება 2018 წლის 26 აპრილს პრემიემინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაანონსა.

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მეხუთე ყრილობა დღეს მთაწმინდის პარკში, "ანდერვილი"-ში გაიმართება.

ყრილობა პარტიის ახალ თავმჯდომარეს და განახლებულ პოლიტსაბჭოს აირჩევს. ყრილობა იმართება სამუშაო ფორმატში და მას პარტიის დელეგატები და პოლიტიკური გუნდის წევრები დაესწრებიან.

ყრილობაზე 16:00 საათზე დახურულ ფორმატში დაიწყება პროცედურული ნაწილი, ხოლო 17:00 საათიდან მოხდება ყრილობის ოფიციალური ნაწილის ტრანსლირება.

რა პოსტს დაიკავებს პარტიაში, პოლიტსაბჭოს მოქმედი მდივანი, პრემიერმინისტი გიორგი კვირიკაშვილი ჯერ-ჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, 2011 წლის 5 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა განცხადება, რომ ის საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნას და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებდა.

ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 21 თებერვალს "რესპუბლიკური პარტია, "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" და "ეროვნული ფორუმთა" ერთად კოალიცია ჩამოაყალიბა, როემლსაც მოგვიანებით "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ შეუერთდა.

ოფიციალურად პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 2012 წლის 21 აპრილს დაფუძნდა.

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის კოალიციამ გამარჯვება მოიპოვა და 150 მანდატიდან 85 მიიღო.

2012 წლის 25 ოქტომბერს პარლამენტმა დაამტკიცა ახალი მთავრობა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ივანიშვილმა დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი.

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მე-10 პრემიერმინისტრი იყო. 

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები