მიხეილ სააკაშვილი: არასდროს დაგვირბევია ღამის კლუბები

მიხეილ სააკაშვილი: არასდროს დაგვირბევია ღამის კლუბები

"დღეს ჩვენ რომ ივანიშვილი გვყავს, მე ვფიქრობ, რომ ეს დიდწილად თქვენი დამსახურებაც არის, იმიტომ რომ თქვენი მმართველობის პერიოდში ფაქტობრივად რეალურ ოპოზიციურ ძალები სრულიად მარგინალიზებული იყო, ჩვენ მივიღეთ ივანიშვილი, რადგან სრულიად აღარ იყო ცოცხალი პოლიტიკური პროცესი და მივიღეთ ის რაც მივიღეთ", - ასე მიმართა ლაშა ბუღაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს "კვირის აქცენტებში".

ლაშა ბუღაძემ მიხეილ სააკაშვილს ჰკითხა თუ გრძნობდა ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას.

"თუ გრძნობთ პასუხისმგებლობას? მე მახსოვს ნარკოპოლიტიკა, რომელიც თქვენს დროსაც იყო თქვენ დროს იყო "ც" კი არა, პოლიციური სახელმწიფო და ყველაზე მახინჯი გამოვლინებით თქვენი მმართველობის დროს იყო. ამის აღიარება ნუ გვერიდება. კადნიერებაში ნუ ჩამომართმევთ, თქვენს გაკეთებულ საქმეებსაც ვაფასებ არ ვარ ასეთი ჩაციებული კაცი, თქვენი გაკეთებული კარგი რომ არ დავინახო, მითუმეტეს მე ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული "ვარდების რევოლუციაში". რა გააკეთეთ იმისათვის თქვენ, თქვენი პრეზიდენტობის დროს, რომ ივანიშვილი არ ყოფილიყო? რომ ყოფილიყო ადექვატური თუნდაც ნარკოტიკის მიმართ პოლიტიკა? რომ არ ყოფილიყო პოლიციური სახელმწიფო იმ მახინჯი ფორმებით რასაც დღესაც ვიმკით?", - აღნიშნა ბუღაძემ.

სააკაშვილმა კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის მოსვლა ნამდვილად არის მისი პირადი შეცდომების ბრალი, თუმცა ამის გამოსწორებას აპირებს.

"ნამდვილად არ აქვს პრეტენზია ლიტერატურულ კრიტიკოსობაზე და ბესარიონ ჟღენტობაზე, ეს იყო ჩემი ბავშვობის დროს ყველაზე ცნობილი კრიტიკოსი, გთვლით ნიჭიერ და ადექვატურ ადამიანად.

რა თქმა უნდა ივანიშვილის მოსვლა ასევე არის ჩემი პირადი შეცდომების შედეგი. უფრო მეტიც სწორედ იმიტომ რომ ამ კაცის მოსვლა და მისი წამოსკუპება საქართველოზე არის ჩემი პირადი შეცდომის შედეგი მეთვითონ ჩამოვალ და მეთვითონ ვაპირებ ამ შეცდომების გამოსწორებას. რადგან მე არ ვაპრებ ჩემი ხალხი დავტოვო.

მეორე, რა თქმა უნდა იყო გადახრები, რა თქმა უნდა იყო შეცდომები, რა თქმა უნდა არასდროს დაგვირბევია ღამის კლუბები, მაგრამ ერთი რამე მე ზუსტად მახსოვს, 9 წლიდან 8 წელის განმავლობაში ქვეყანაში უფრო მეტი ბრუნდებოდა, ახალგაზრდობამ შეწყვიტა გასვლა, რადგან ახალგაზრდობას შევუქმენით სამუშაო ადგილები, სახელმწიფო აპარატის თანამშრომლები იყვნენ 30 ჭლამდე ახალგაზრდები, ჩვენ ძალიან ბევრ ახალგაზრდას გავუხსენით გზა. ჩვენ შევქმენით უცხოელი მასწავლებლების პროგრამები, ჩვენ მივეცით საშუალება ახლაგაზრდებს ესწავლათ ინგლისური ის რომ ქართველებმა დღეს ინგლისური იციან. ამ პროგრამების ფონზე იყო გადახრები, თუმცა ყველა სწავლობს თავის შეცდომებზე.

ეს ქართული სახელმწიფო რომელსაც ახლა არბევენ, შედარება რაც დღეს ხდება იმასთან რაც იყო.... საქართველო იყო სახელმწიფო,", - განაცხადა სააკაშვილმა. 

მეწყერის ჩამოწოლის გამო, "კუკუშკამ"  მგზავრების ბაკურიანში ჩაყვანა ვერ შეძლო

მეწყერის ჩამოწოლის გამო, "კუკუშკამ" მგზავრების ბაკურიანში ჩაყვანა ვერ შეძლო

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს. "ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე, გამთენიისას მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასები სოფელ დაბასთან მისასვლელ გზაზე, მერვე კილომეტრის მერვე პიკეტზე ჩამოიშალა. შეფერხების...

ახალი სტატიები