Facebook- მა 200-მდე აპლიკაციის მუშაობა შეაჩერა

Facebook- მა 200-მდე აპლიკაციის მუშაობა შეაჩერა

სოციალურმა ქსელმა Facebook- მა 200-მდე აპლიკაციის მუშაობა შეაჩერა. ეს მომხმარებელთა მონაცემების შესაძლო ბოროტად გამოყენების შესახებ, Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ დაიწყო. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

მარტში, სოციალურ ქსელ Facebook-თან დაკავშირებით სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც გამოცემა New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Facebook- იდან 50 მილიონზე მეტი მომხმარებლის მონაცემების გაჟონვა მოხდა.

გაზეთის თანახმად, ბრიტანულმა კომპანია Cambridge Analytics-მა

სპეციალური აპლიკაციით შეაგროვა მონაცემები სოციალური ქსელის მომხმარებლების შესახებ.

სავარაუდოდ, Cambridge Analytics-ის წარმომდეგენლები უკავშირდებიან ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებს, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბსა და ბრიტანეთში Brexit- ის თაობაზე ჩატარებულ რეფერენდუმს.

21 მარტს Facebook- ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა სოციალური ქსელის შეცდომა აღიარა და პირობა დადო, რომ ყველა განაცხადს დეტალურად განიხილავს.

 სააკაშვილი: "ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ, სამაგიეროდ ახლა "თავისუფლად ვსუნთქავთ"?

სააკაშვილი: "ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ, სამაგიეროდ ახლა "თავისუფლად ვსუნთქავთ"?

18 მაისი, 2018

საქართველოს მესამე პრეზიდენტი facebook-ის გვერდზე ქვეყანაში შექმნილ ვითარებას აფასებს და მისი ხელისუფლების პერიოდში მიღწეულ პროგრესზე საუბრობს. სააკაშვილის ცნობით, 2012 წელს სახელმწიფო ვალი მშპს 32 % შეადგენდა, ხოლო ახლა 43%-ია. "აჰა, ქოცებო...

ახალი სტატიები