"ქართული მარშის" აქციის მონაწილის მიერ პირველი არხის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

"ქართული მარშის" აქციის მონაწილის მიერ პირველი არხის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

„ქართული მარშის“ აქციის მონაწილე დავით ნემსაძის მიერ პირველი არხის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

„ქართული მარშის“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილის, დავით ნემსაძის მიერ პირველი არხის ჟურნალისტის, ლიკა ალელიშვილისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს.

„გამოძიება 154-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს“, – განუცხადეს პირველ არხს შსს-ში.

ამასთან, პირველი არხის ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილი ხვალ პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზეა დაბარებული.

შეგახსენებთ, „ქართული მარშის“ მიერ ორგანიზებული აქციის დაწყებამდე, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, დავით ნემსაძემ პირველი არხის ჟურნალისტს, ლიკა ალელიშვილს მუშაობაში ხელი შეუშალა. ნემსაძემ აქციის გასაშუქებლად რუსთაველის გამზირზე მყოფ ლიკა ალელიშვილს პირდაპირი ჩართვისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მუქარის შემცველი ტექსტებით მიმართა. იგივე გაგრძელდა პირველი არხის ფეისბუქლაივის დროსაც.

ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

ლევან გორგაძის მე-9 გამარჯვება და ფანტასტიური ბრძოლა! (ვიდეო)

ლევან გორგაძის მე-9 გამარჯვება და ფანტასტიური ბრძოლა! (ვიდეო)

21 მაისი, 2018

დღეს ზაფხულის ბაშოს მე-9 დღის შეხვედრები გაიმართა . ლევან გორგაძის (191სმ, 189კგ) მეტოქე დასავლეთის მე-3 მაეგაშირა, იაპონელი დაიეშო (181სმ, წონა 162კგ) იყო. დღემდე მათ შორის შეხვედრებში ლევანს სამი გამარჯვება ჰქონდა ერთი მარცხის წილ. დღეს ლევანმა...

ახალი სტატიები