მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს ევროინტეგრაციის მიზანი მხარდაჭერილია ევროკავშირის მხრიდან

მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს ევროინტეგრაციის მიზანი მხარდაჭერილია ევროკავშირის მხრიდან

“საქართველოს არასდროს ჰქონია ისეთი მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან, როგორიც დღეს აქვს“ - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს პარლამენტში ევროინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც წარმოადგინა ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფცია.

მისი განცხადებით ევროკავშირის მხრიდან საქართველო დღეს აღიარებულია, როგორც სანდო და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი აღმოსავლეთ სამეზობლოში, რაც ასევე დაფიქსირდა ევროკავშირის სტრატეგიულ დოკუმეტში.

„იყო ევროკავშირის ძირითადი პარტნიორი აღმოსავლეთ სამზობლოში ეს არის ერთის მხრივ დიდი პასუხისმგებლობა და მეორეს მხრივ დიდი შესაძლებლობა. საქართველოს მიერ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ძალზედ მნიშვნელოვანია თავად ევროკავშირისთვის. თანამშრომლობის დღეს არსებული ფორმატები იძლევა იმის საშუალებას, რომ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ჩვენ გვქონეს მსჯელობა“ - განაცხადა ჯანელიძემ.

მინისტრის განცხადებით საქართველოს აქვს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ევროინტეგრაციის მიზანში და იმ რეფორმებში, რასაც საქართველო ამ გზაზე ახორციელებს „საქართველოს ნაბიჯები და ამბიციები, რომ დაუახლოვდეს ევროკავშირს არის სრულიად მხარდაჭერილი. ჩვენი საბოლოო მიზანი არის ევროკავშირის წევრობა და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს გახდეს შესაძლებელი“ - განაცხადა ჯანელიძემ.

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა საქართველო უნდა იყოს მზად იმისათვის, რომ როდესაც ევროკავშირში მომწიფდება შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველო განვითარების და რეფორმების კუთხით იყოს მზად ამ გადაწყვეტილებისთვის, „სწორედ ამას ემსახურება ევროინტეგრაციის საგზაო რუკა, რომელიც არის დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელი დოკუმენტი და საქართველოს მთავრობა იღებს პოლიტიკურ ვალდებულებას ამ ამბიციური გეგმის შეასასრულებლად“ - განაცხადა ჯანელიძემ.


ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის დევიზია - „მეტი ინტეგრაცია ახალი შესაძლებლობებისთვის“. დოკუმენტი მიზნად ისახავს ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებული მექანიზმების, ასევე „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ მიღმა არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მომზადებას ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციისათვის.

ვეს მიტჩელი: საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა

ვეს მიტჩელი: საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა

21 მაისი, 2018

საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და კიდევ უფრო მრავალმრივი გახდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის...

ახალი სტატიები