კაკაბაძე: ეს ბრძოლა წავაგეთ?  თუ ერთად ვიქნებით სხვას მოვიგებთ! ბოლოს და ბოლოს 2 დღეში 17 მაისია!

კაკაბაძე: ეს ბრძოლა წავაგეთ? თუ ერთად ვიქნებით სხვას მოვიგებთ! ბოლოს და ბოლოს 2 დღეში 17 მაისია!

პუბლიცისტი ნინია კაკაბაძე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს დღეები მისთვის გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია.

როგორც კაკაბაძე facebook-ის პირად გვერდზე წერს, ხალხმა ბრძოლა წააგო, მაგრამ თუ საზოგადოება ერთად იქნება, სხვას მოიგებს. ნინია კაკაბაძე იხსენებს, რომ 17 მაისი ახლოვდება.

"მოკლედ არავინ ადანაშაულებს გუშინდელი აქციის ორგანიზატორებს და არც სისხლი სწყურია ვინმეს. პირიქით, მე გუშინ ვერ მივედი აქციაზე და ისე ვღელავდი რამე არ მომხდარიყო, ყველას ვუწერდი, თუ რამეა სახლში ვარ და ამოქანდითთქო. გმირობანას არავინ თამაშობს. მეც ძალიან მეშინია ამ ხალხის და არა თუ ფერადი ახალგაზრდების, მათი სისხლის დაღვრაც კი ძალიან არ მინდა. 

მხოლოდ ერთი მოკრძალებული თხოვნა მაქვს, ვიცოდეთ და გვახსოვდეს, რომ ამ ნეოფაშისტურ ძალას ჩვენს წინააღმდეგ იყენებს ხელისუფლება. ეს ძალა დღევანდელი ძალოვანების ერთერთი ქვედანაყოფია. გუშინ ჭავლმტყორცნი მანქანების შემოყვანა და სრული მობილიზაცია იყო იმ მასკარადის ნაწილი, რომელიც შემოგვთავაზეს. არ ვიცი სხვა რა უნდა ექნათ ამ ნეონაცისტებს რომ დაეშალათ?! არა ერთხელ გაარღვიეს კორდონი, იგინებოდნენ, აგინებდნენ პოლიციასაც და ხალხსაც, ისროდნენ მძმე საგნებს, იყვნენ ჰიპერ აგრესიულები. მოკლედ, იმ მანქანების რომ ჩვენ უფრო შეგვეშინდა, ვიდრე იმ ხალხს, ხომ ცხადია?! და იმათ არ შეეშინდათ, რადგან კარგად იციან, რომ საფრთხე არ არის.

მიტინგის დაშლის შემდეგ, პარლამენტის შენობის წინ მისული ექსტრემისტები ყვიროდნენ "დაინახოს ხალხმა, რომ საქართველო ჩვენ ვართ". ჰოდა დავინახოთ ჩვენც, რომ ეს მთავრობაც ისინი არიან.

ეს დღეები ჩემთვის იმაზე გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია. ეს იყო ჩემთვის ბრძოლა თავისუფლებისთვის, თანასწორობისთვის, დემოკრატიისთვის და მომავლისთვის. ჰოდა, სამწუხაროდ ამ ბრძოლაში კიდევ ერთხელ დავმარცხდით. დავმარცხდით რადგან არ ვართ ისეთი ველურები, როგორც მეორე მხარეს მდგომნი.

და მაინც, ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთზე უნდა გვაბრაზდეთ, გავიბუტოთ, ფარ-ხმალი დავყაროთ. ეს ბრძოლა წავაგეთ? თუ ერთად ვიქნებით სხვას მოვიგებთ! ბოლოს და ბოლოს 2 დღეში. 17 მაისია! ",-წერს ნინია კაკაბაძე.

მეწყერის ჩამოწოლის გამო, "კუკუშკამ"  მგზავრების ბაკურიანში ჩაყვანა ვერ შეძლო

მეწყერის ჩამოწოლის გამო, "კუკუშკამ" მგზავრების ბაკურიანში ჩაყვანა ვერ შეძლო

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს. "ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე, გამთენიისას მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასები სოფელ დაბასთან მისასვლელ გზაზე, მერვე კილომეტრის მერვე პიკეტზე ჩამოიშალა. შეფერხების...

ახალი სტატიები