გიორგი გახარია: ღამის კლუბებში ნარკოტიკების გაყიდვა სისტემატიურად მიმდინარეობდა

გიორგი გახარია: ღამის კლუბებში ნარკოტიკების გაყიდვა სისტემატიურად მიმდინარეობდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას 12 მაისს ღამის კლუბებში განხორციელებულ სპეცოპერაციაზე ისაუბრა.
მინისტრმა ყველა იმ პოლიციელს გადაუხადა მადლობა, რომლებმაც ამ სპეცოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა.

"ჯერჯერობით ვერავინ, ვერც ერთი მაგალითი, უფლებამოსილების გადამეტების, ვერ წარმოადგინა. იმ შემთხვევაში თუ მსგავსი მაგალითები იქნება წარმოდგენილი, რა თქმა უნდა ჩვენ შესაბამისი რეაგირება გვექნება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, სპეცოპერაციის ჩატარებას წინ უსწრებდა 3 თვიანი საგამოძიებო მოქმედებები და დამტკიცდა რომ, როგორც კლუბებში, ისე კლუბის მიმდებარედ ხდებოდა ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვა.

"ერთმნიშვნელოვნად, ფაქტობრივი მასალებით იყო დადასტურებული, რომ კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვა სისტემური სახით მიმდინარეობდა.

ეს ნიშნავს ჩვეულებრივ მოვლენას, რომელსაც საკონტროლო შესყიდვების საფუძველზე პირდაპირ ვადასტურებთ, რომ კონკრეტული ადამიანები, კონკრეტულ კლუბებში სისტემურად სხვადასხვა დროს და რამდენიმეჯერ ახორციელებდნენ ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვას, რაც ფაქტობრივად პირდაპირი მიგვითითებს იმაზე, რომ ეს იყო დაგეგმილი მოვლენა.

საკონტროლო შესყიდვით ჩვენ გვაქვს დაფიქსირებული სასამართლოს განჩინებით 20-ზე მეტი კონკრეტული ფაქტი, როგორც კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე და ეს მიმდებარე ტერიტორია არ ნიშნავს გვერდზე უბანს, კლუბის წინ, ასევე კლუბის შიგნით. არც ერთ კლუბში, სადაც ჩვენ ლუბის შიგნით დადასტურებული საკონტროლო შესყიდვა არ გვქონდა განხორციელებული, არანაირი ღონისძიება არ განგვიხორციელებია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრმა კლუბებში ნარკოტიკების გაყიდვის რამდენიმე მაგალითი მოიყვანა.

"მაგალითად, ჩვენ გვაქვს გადაღებული, როდესაც ერთ-ერთი კლუბის წინ შესასვლელთან ხვდება 2 ახალგაზრდა. 1 გამოდის კლუბიდან, ისინი საუბრობენ გარკვეულ ყიდვა-გაყიდვის აქტზე, რომლის დროსაც ხდება შეთანხმება ფასზე, შემდეგ მყიდველი გადასცემს თანხას და ამბობს, არ მაქვს კონკრეტული თანხა, ხურდაზეა საუბარი. გამყიდველი იღებს ამ თანხას და ეუბნება, არ არის პრობლემა, ხურდას დაგიბრუნებ. შედის ყველანაირი დაცვლის ავლით ამ კლუბში, შემდგომ ამ კლუბიდან ბრუნდება, გადმოსცემს კონკრეტულ ნარკოტიკულ საშუალებას და აბრუნებს ხურდას.

მეორე შემთხვევა, რომელიც პირდაპირ მიგვითითებს სისტემურ კავშირზე, ნარკოტიკის გამსაღებლებსა და კლუბს შორის. ერთ-ერთ კლუბში ნარკოტიკის გაყიდვას ახორციელებდა დაცვის უფროსი. შესაბამისად ჩნდება კითხვა, იმ შემთხვევაში, როდესაც მსგავსი მტკიცებულებები გაგვაჩნია, უნდა შევსულიყავით კლუბში თუ არა, ვფიქრობ, აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს. თუ ფორმაზე არსებობს რაიმე შეკითხვები, რა თქმა უნდა ჩვენ მზად ვართ პასუხები გავცეთ, რამეთუ აბსოლუტურად გვაქვს შინაგან რწმენა იმისა, რომ კლუბებში მოვიქეცით სწორად და ჩვენი მოქალაქეების უფლებების მაქსიმალური დაცვით", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები