აშშ საქართველოს მოხალისეთა სისტემის ფორმირებაში დაეხმარება

აშშ საქართველოს მოხალისეთა სისტემის ფორმირებაში დაეხმარება

ამერიკული მხარე საქართველოს მოხალისეთა სისტემის ფორმირებაში დაეხმარება, ამის შესახებ მოლაპარაკება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსს და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შორის შედგა.

​გიორგი მღებრიშვილმა და ელიზაბეთ რუდმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს და კონკრეტული პროექტებიც დაგეგმეს.

​აშშ-ის საელჩომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 5-წლიანი გეგმის განხორციელებაში მხარდაჭერა გამოუცხდა.

უახლოეს მომავალში, ამერიკული მხარის მიწვევით, გიორგი მღებრიშვილი აშშ-ს ეწვევა და მათი სამსახურის მოდელს გაეცნობა.

სსმს-ს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში მოხალისეთა სისტემა დაინერგება, სადაც გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. აღნიშნული სიახლე ამერიკულ მოდელს ეფუძნება, სადაც მოხალისეთა სისტემის მრავალწლიანი გამოცდილება არსებობს

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

06 ივნისი, 2018

"სიდას" ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის 8 ივნისს სამოქალაქო კოლეგიაში სარჩელს 8 პირის წინააღმდეგ შეიტანს. როგორც მისმა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა...

ახალი სტატიები