ევროპის ჩემპიონატის ფინალში ოთხი ქართველი სამბისტი გავიდა

ევროპის ჩემპიონატის ფინალში ოთხი ქართველი სამბისტი გავიდა

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში დღეს დაწყებულ სამბოს ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების ოთხი წევრი ფინალში გავიდა და ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.
ევროპირველობის პირველ საშეჯიბრო დღეს, დებიუტი მხოლოდ სალომე აბაშიძეს (60კგ) არ გამოუვიდა, დანარჩენი ოთხი სპორტსმენი - ნინო ოძელაშვილი, გივი ნადარეიშვილი, მინდია ლილუაშვილი და პაატა ღვინიაშვილი კი ფინალში არიან.

ფინალური ბლოკი, თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები