გახარია: ღამის კლუბებში სპეცოპერაციას რა შედეგებიც მოჰყვებოდა, აბსოლუტურად გააზრებული გვქონდა

გახარია: ღამის კლუბებში სპეცოპერაციას რა შედეგებიც მოჰყვებოდა, აბსოლუტურად გააზრებული გვქონდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, პარლამენტში მოხსენებით გამოვიდა. როგორც შს მინისტრმა კლუბ "ბასიანსა" და "გალერიში", 12 მაისს ჩატარებულ სპეცოპერიაზე საუბრისას განაცხადა, უწყებას საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგები აბსოლუტურად გააზრებული ჰქონდა და სპეცოპერაციის ჩატარების დროც გონივრულად შეარჩიეს.

"როდესაც მომიტინგეები ცდილობდნენ გზის გადაკეტვას, აქ იყო გარკვეული დისკომფორტი პოლიციელებსა და მათ ურთიერთობას შორის. არცერთი, არანაირი სახის სპეცაღჭურვილობა ამ ღონისძიებაში გამოყენებული არ ყოფილა. არჩევანი იყო ძალიან მარტივი. ასეთ შეკითხვებს როდესაც ვუპასუხებთ რამდენად ლეგიტიმური და სამართლიანი იყო ამ ღონისძიების ჩატარება, ახლა თემა დადგა მომენტური, რატომ მაინც და მაინც ამ დროს. შორიდან ძალიან მარტივი იყო: ეს ან უნდა განგვეხორციელებინა დაახლოებით პირველი- ორი სააათის განმავლობაში, როცა მინიმალური ხალხის რაოდენობა იქნებოდა კლუბებში, ან უნდა განგვეხორციელებინა გამთენიისას 6-დან 7 საათამდე, სადაც იქნებოდა მაქსიმალური რაოდენობა ხალხის და ნაკლებად პროგნოზირებადი მდგომარობა იქნებოდა.

პირველ შემთხვევაში ჩვენ პრობლემები გვექნებოდა ღონისძიების შემდეგ. რაც მოხდა და რაც აბსოლუტურად გააზრებული გვქონდა. მეორე შემთხვევაში, ღონისძიების მსვლელობის დროს, ეს იყო საგამოძიებო ჯგუფის კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ვთვლით, რომ იყო აბსოლუტურად სწორი და გამართლებული", - განაცხადა გახარიამ. 

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები