ინგა გრიგოლია: მეშინია, მაგრამ მზად ვარ, ბოლომდე დავიცვა ჩემი თავი

ინგა გრიგოლია: მეშინია, მაგრამ მზად ვარ, ბოლომდე დავიცვა ჩემი თავი

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, მის მიმართ განხოციელებული მუქარის საკითხზე შსს-მ გამოკითხა.
როგორც ინგა გრიგოლიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიება დაიწყო და იმედს გამოთქვმს, რომ ადამიანი, რომელიც მას ემუქრება, დაისჯება.

„წარვუდგინე მათ წერილი, რომელშიც იყო მუქარა კარების შემომტვრევასთან დაკავშირებით. წარვუდგინე ფლეშკა, სადაც გადმოწერილი მქონდა ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიღაც ადამიანი როგორ მოდის და როგორ უტოვებს ჩვენს ოპერატორს ამ წერილს, რომელშიც იყო ეს მუქარა ასახული. დაიწყო გამოძება . მინდა იმედი დავიტოვო, რომ ამჯერად მაინც პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ ადამიანს, რომელიც სრულიად უსაფუძვლოდ, ასე ძალადობს ჩემზე უკვე რამდენი წელია.

მოხდა ჩემი ტელეფონის დათვალიერება, სადაც ამ პიროვნების მიერ გამოგზავნილი SMS-ებია გამოგზავნილი წლების განმავლობაში.

SMS-ში ჩანს, როგორ მადანაშაულებს ჩემთვის უცნობი ადამიანი რაღაც გაუგებარი ქონების გამოძალვაში, როგორ ამტკიცებს, რომ არის თურმე ჩემი მეორე შვილის მამა, რომელიც არ მყავს.

მართლა საგიჟეთში მგონია თავი და მძარფსიუჟეტიანი ფილმია, და ეს არ არის ჩემს ცხოვრებაში რეალობა.

ჩვენ ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით ამ ძალადობას. მე არ ვიცი, ქუჩაში რომ გამოვდივარ ჩემი სახლიდან ვინმე დამხვდება და თავში რაღაცას ჩამარტყავს, თუ არა. ამიტომ მოვედი პოლიციაში. ძალიან საფუძვლიანი გამოკითხვა მქონდა, მართლა მინდა იმედი დავიტოვო, რომ დაისჯებ ეს პიროვნება, იმიტომ, რომ ასეთი ვიღაც X პიროვნებები, ბევრნი არიან ჩვენს გარშემო. ძალიან მძიმეა დღეს საქართველოში ქალებისთვის, საკუთარი უგფლებებისთვის ბრძოლა. წარმოიდგინეთ რამდენი ქალია ამ ქვეყანაში დაუცველი.

როდესაც რაიმე ტიპის პრობლემა იქმნება ჩემს გარშემო, იყო პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი, მე მგონი ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც გამოვიდა და პირდაპირ ეთერში ისაუბრა ამაზე, მივიღე უკვე მუქარის საბოლოო წერილი, რომ კარებს შემომიმტვრევს ვიღაც არანორმალური ადამინი, გამოვედი და ვთქვი ეს საჯაროდ.

ყოველთვის უნდა ვილაპარაკოთ, როდესაც ქალებზე არის ძალადობა. არ შეიძლება ამ თემაზე ღიმილი.

ბოლომდე მივიყვან ყველაფერს, რომ ამ ადამიანმა პასუხი აგოს. ჩემი ოჯახის წევრებს ნანახი ჰყავთ ეს ადამიანი, ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ამ ადამიანმა იცის ჩემი საცხოვრებელი სახლის მისამართი, ჩემი მშობლების სახლის მისამართი, ჩემი სამსახურის მისამართი. ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცის ჩემზე და მე არ ვიცი ვინ არის ეს ადამიანი. ამბობდა, რომ ის არის ჩემი მეორე შვილის მამა, რომელიც ბუნებაში არ მყავს. ჩემი შვლის მამა გარდაცვლილია. წლების წინ მეც მეცინებოდა, რაღაც ხუმრობის თემა იყო. მაგრამ ეს ყველაფერი იმდენი წელია ვითარდება, რომ უკვე აღარ გვეცინება. მეშინია, ოღონდ მზად ვარ, ბოლომდე დავიცვა ჩემი თავი, არ ვაპირებ ვიღაცამ სადარბაზოში თავში რაღაც ჩამარტას. მეთვითონაც დავიცავ ჩემ თავს, თუ კი საჭირო გახდება. მაგრამ იმედი მაქვს, ამჯერად გამოძიება მივა ბოლომდე, პასუხისმგებლობაში მიეცემა ეს ადამიანი, ეს ადამიანი უნდა დაისაჯოს“, - განაცხადა ინგა გრიგოლიამ. 

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები