ვეს მიტჩელი: საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა

ვეს მიტჩელი: საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა

საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და კიდევ უფრო მრავალმრივი გახდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ვეს მიტჩელის შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა.

ვეს მიტჩელმა ხაზი გაუსვა გიორგი კვირიკაშვილის პირად წვლილს იმ მნიშვნელოვანი რეფორმების წარმატებით განხორციელებაში, რომლებითაც საქართველო რეგიონში სამაგალითოა.

მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების მრავალი ასპექტი განიხილეს, მათ შორის - სავაჭრო ეკონომიკური მიმართულება. ყურადღება გამახვილდა კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებაზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის პირად წვლილს იმ მნიშვნელოვანი რეფორმების წარმატებით განხორციელებაში, რომლებითაც, ვეს მიტჩელის შეფასებით, საქართველო რეგიონში სამაგალითოა. 

ამერიკულმა მხარემ ასევე აღნიშნა საქართველოს განსაკუთრებული როლი რეგიონული თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, საქართველოს არის მნიშვნელოვანი კარიბჭე შუა აზიის ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და გლობალურ სავაჭრო-ეკონომიკურ პროექტებში მათი ჩართულობისთვის.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს პერსპექტივას ნატოს ბრიუსელის მომავალ სამიტზე. ვეს მიტჩელის განცხადებით, აშშ-ი მხარს უჭერს საქართველოს სვლას ნატოსკენ და სამიტზე, მოკავშირეებთან ერთად, კიდევ ერთხელ დაადასტურებს ამ გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებას.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში განვითარებულ მოვლენებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.

გიორგი კვირიკაშვილმა ვეს მიტჩელს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა რჩება აშშ-ის საიმედო სტრატეგიულ პარტნიორად.

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები