კახა კალაძე: მეტროპოლიტენის მემანქანეებმა გაფიცვა შეწყვიტეს, მადლობა მათ

კახა კალაძე: მეტროპოლიტენის მემანქანეებმა გაფიცვა შეწყვიტეს, მადლობა მათ

"პირველ რიგში მინდა გაცნობოთ, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეებმა გაფიცვა შეწყვიეს და მეტრომ მუშაობა გაანახლა. რაც შეეხება საგაფიცვო პროცესს, თქვენ იცით, რომ გუშინ ღამით შედგა საბოლოო მოლაპარაკება ჩემსა და მემანქანეებს შორის. ჩვენ კიდევ ერთხელ დეტალურად განვიხილეთ შექმნილი ვითარება და გამოსავლის ძიების გზები", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

"მოვისმინეთ მემანქანეების პრობლემები და მათი მოთხოვნები. ჩვენ ვიცით და ამაზე არავინ კამათობს, რომ მემანქანის შრომა არის მძიმე და უაღრესად საპასუხისმგებლო. მერიის მხრიდან იყო ახსნილი, რომ მიმდინარე, 2018 წელს მუნიციპალიტეტს არ გააჩნია ფინანსური საშუალება, გამონახოს დამატებითი სახსრები მათი შრომითი პირობების გაუმჯობესებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია მათგან ურთიერთგაგება მუნიციპალიტეტის მიმართ. მე მივეცი მათ პირობა, რომ 2019 წელს ჩვენ დავუბრუნდებით ამ საკითხს და მათთან ერთად განვიხილავთ შესაძლებლობებს დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. მე, როგორც დედაქალაქის მერი, გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ მომდევნო წელს მოვძებნოთ ფინანსური სახსრები და გზები, მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა შრომითი პირობების გასაუმჯობესებლად. მინდა ხაზი გავუსვა, რომ გაფიცულები სრულად აცნობიერებდნენ თბილისელებისთვის შექმნილ სამგზავრო დისკომფორტს და ასევე იმ ვითარებას, რაც ჩვენი მხრიდან დასაბუთებულად იყო ახსნილი. მინდა გულწრფელად ვთქვა, რომ მათი ურთიერთგაგება და გადაწყვეტილება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამისთვის მინდა მადლობა გადვუხადო."- განაცხადა კახა კალაძემ.

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები