პარლამენტმა ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა

პარლამენტმა ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა

პარლამენტმა ხორავას ქუჩაზე 2 არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა.
კომისია 17 წევრისგან დაკომპლექტდა. კომისიის უმრავლესობას საპარლამენტო უმცირესობა წარმოადგენს.

საპარლამენტო უმცირესობიდან კომისიის შემადგენლობაში იქნებიან - ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ირაკლი აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიორგი ბოკერია და ირმა ნადირაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობიდან - არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფიო კილაძე.

"საქართველოს პატრიოტებიდან" - ადა მარშანია.

დამოუკიდებელი დეპუტატი - სალომე ზურაბიშვილი.

კომისიის თავმჯდომარედ 2 კანდიდატი იყო წარდგენილი, "საქართველოს პატრიოტების" წევრი ადა მარშანია და "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე.

პარლამენტმა კომისიის თავმჯდომარედ სერგი კაპანაძე აირჩია. 

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები