ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

"სიდას" ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის 8 ივნისს სამოქალაქო კოლეგიაში სარჩელს 8 პირის წინააღმდეგ შეიტანს. როგორც მისმა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ადევნების საქმეზე არავითარი მყარი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. გაბუნიას შეფასებით, ეს საკმაოდ სკანდალური პროცესი იქნება.
"ზოგადად მტკიცებულებებს ველოდი. არანაირი მტკიცებლება არ არის წარმოდგენილი, ერთი დოკუმენტი, თუნდაც ერთი მტკიცებულებაც კი, ან მიმოწერა, ან "სქრინი". არავითარი ფაქტი არც აუდიო, არც ვიდეოჩანაწერი და არც არაფერი. კონკრეტულად არის განცხადებები, რომელსაც არ ახლავს არანაირი მტკიცებულებები. სრული პასუხისმგებლობით ვაცნობიერებ თითეულ ჩემს სიტყვას, რომელსაც ახლა ვამბობ.

თუ მათ მტკიცებულება ჰქონდათ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ თავის დროზე მოუწოდათ, რომ წარმოადგინეთ, მოდითო. სამი ადამიანის გარდა დღემდე არ არის მუსული არავინ შსს-ში. კარგით, 4-5 წლის წინ მათ ეშინოდათ გარკვეული მოტივების გამო, ოჯახი, მესმის ეს, შეიძლება გავიაზროთ. დღეს, როდესაც უკვე საჯაროდ იქნა "მხილებული" ზვიად დევდარიანი სექსუალური შევიწროების ფაქტებზე, რა უშლიდათ ხელს, ინკოგნიტოდ დარჩებოდნენ და დარჩებიან. დღესაც ინკოგნიტო არიან საზოგადოებისთვის ეს პიროვნებები. მე კი ვიცი და ზვიადმაც ისიც.

ბატონმა ზვიადმა სახელი და გვარი გაიგო მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველმა გადმოგვცა ეს განცხადებები, რომელიც ომბუდსმენის ოფისში შეიტანეს. სახელი, გვარები, პერსონალური ინფორმაცია და მათი განცხადებები დაახლოებით 3 კვირის წინ გადმოგვეცა. ასევე, შსს-მ მოგვცა კონკრეტული განმცხადებლის სახელი და გვარი, ვინც ეს განცხადება შსს-ში წარადგნა",-განაცხადა გაბუნიამ.

კითხვაზე, რამდენი ადამიანის წინააღმდეგ იქნება სარჩელი შეტანილი, ზვიად დევდარიანის ადვოკატმა განაცხადა:

"დაახლოებით 8 პირი იქნება. ამ ეტაპზე ძალიან მინდა, რომ ეს პირები დავასახელო. შემიძლია დაავანონსო, საკმაოდ სკანდალური პროცესი იქნება. ესენი არ არიან რიგითი პირები. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ისინი იმ ჯგუფის წევრები არიან, ვინც დაგეგმა "საზმაუს" ბორდში საკუთარი კანდიდატურის გაყვანა".

ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლოა თუ არა მათ შორის იყვნენ ნინია კაკაბაძე და ბაია პატარაია, გაბუნიამ აღნიშნა, რომ მათ დასახელებას არ გამორიცხავს.

"მტკიცებულებები რომ არ გვქონდეს, სასამართლოში სარჩელს ვერ შევიტანდით და ამიტომაც დაგვჭირდა დაახლოებით 2 თვე იმისთვის, რომ ეს მტკიცებულებბეი მოგვეძიებინა, სარჩელი გავემყარებინა. სარჩელი საკმაოდ მოცულობითია. დაახლოებით 150 გვერდიანი. ამ პირთა წრის გაზრდა შესაძლებელია. ეს არის ჩვენი შემდგომი სტრატეგია, მაგრამ პარასკევს ამ გვარებს სასამართლოში როცა სარჩელს შევიტანთ, დაგისახელებთ",-განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ. 

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები