ირმა ნადირაშვილი: "ქართულ ოცნებასა" და ბოკერიებს შორის მოხდა პოლიტიკური შეთანხმება

ირმა ნადირაშვილი: "ქართულ ოცნებასა" და ბოკერიებს შორის მოხდა პოლიტიკური შეთანხმება

"თუ საგამოძიებო კომისია იქმნება 17 პარლამენტარის შემადგენლობით, რეგლამენტის მიხედვით, 8 წევრი ეკუთვნოდა "ქართულ ოცნებას", ერთი დამოუკიდებელ დეპუტატს (მაგ. სალომე ზურაბიშვილს) და 8 წევრი- დანარჩენ ოპოზიციას. თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო ოპოზიციიდან", - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ოპოზიცია დღევანდელ პარლამენტში წარმოდგენილია 5 ფრაქციით. 

"სამი- ბოკერიების, ერთი -ნაცმოძრაობის, ერთი- ჩვენი ფრაქციაა.
რადგან ნაცებმა საგამოძიებო კომისიას ბოიკოტი გამოუცხადეს, დარჩა 4 ოპოზიციური ფრაქცია და 8 ადგილი.
ჩვენ გვეკუთვნოდა 2 წევრი , ხოლო ბოკერიებს- 6.
ახლა კომისიაში ბოკერიებს აქვთ 9 ადგილი.
ეს კანონდარღვევაა.
ერთი პარტია გადამწყვეტია, თან, დაუმსახურებლად.
რატომ მოხდა ეს?
მოხდა იმიტომ, რომ, როგორც კობახიძემ ბიუროზე განაცხადა, "ქართულ ოცნებასა" და ბოკერიებს შორის მოხდა პოლიტიკური შეთანხმება, "ქართულმა ოცნებამ" არ წარადგინა თავისი კვოტიდან 2 დეპუტატი და წარადგინა "ევროპელების" დეპუტატები.
ვიმეორებ,
არა ჩვენ დაგვითმო ადგილები, არამედ ბოკერიებს, თორემ ჩვენ ამ პირობებში შესაძლოა 4 წევრი გვყოლოდა კომისიაში.
მეორე- დღეს კენჭი უყარეს კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ორივე კანდიდატს ერთად! და არა ცალ -ცალკე; კაპანაძეს- მწვანე ღილაკით, ადა მარშანიას- წითელი ღილაკით. ესეც რეგლამენტის უხეში დარღვევაა.

რეზიუმე- საგამოძიებო კომისია თავიდანვე კანონდარღვევით შეიქმნა. კობახიძე-ბოკერიებმა მორიგი ჩახუტების მაგალითი გვაჩვენეს", - წერს ირმა ინაშვილი Facebook-ში.

არჩილ თალაკვაძე: ქვეყანას  ქმედითი და მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება ჭირდება

არჩილ თალაკვაძე: ქვეყანას ქმედითი და მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება ჭირდება

20 ივნისი, 2018

"ჩვენ მივესალმებით, რომ მამუკა ბახტაძე მხარს უჭერს ინოვაციებს, იმ სიახლეებს, რომელიც ეკონომიკაში აუცილებლად დადებით ძვრებს მოიტანს" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპატლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ...

ახალი სტატიები