ტოჩინოშინი პრემიერს:გქონდეთ ჩვენი იმედი, ისევე, როგორც ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი

ტოჩინოშინი პრემიერს:გქონდეთ ჩვენი იმედი, ისევე, როგორც ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი

გქონდეთ ჩვენი იმედი, ისევე, როგორც ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი, - ამ სიტყვებით მიმართა ტოჩინოშინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მთავრობის ადმინის6ტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე.

პირველი ქართველი ოძეკს პრემიერმა წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი მის გულშემატკივრობაში ერთსულოვანი იყო.

„პირველი ქართველი ოძეკი სამშობლოშია. ტოჩინოშინის გამარჯვებებით ქართველ და იაპონელ ხალხს შორის სერიოზული ხიდი გაჩნდა. დღეს ის საქართველოს მთავარი სახეა იაპონიაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს და იაპონიას დიდი მანძილი აშორებთ, ჩვენი ხალხების ხასიათში ბევრი საერთოა და განსაკუთრებულია ტოჩინოშინის როლი იაპონელი ხალხისთვის ჩვენი ქვეყნის უკეთ გაცნობაში. ქართველი ხალხის ასეთი ერთსულოვანი გულშემატკივრობა, როგორც ტოჩინოშინის შეჯიბრებების დროს გამოჩნდა, მართლაც უიშვიათესია.

ლევანი ამბობს, რომ მისი გამარჯვებები დიდწილად მთელი საქართველოს მხარდაჭერისა და გულშემატკივრობის დამსახურებაა.

„გქონდეთ ჩვენი იმედი, ისევე, როგორც ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი“ - მითხრა დამშვიდობებისას. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვაქვს მისი იმედი. მჯერა, წინ კიდევ დიდი გამარჯვებებია”, - წერს გიორგი კვირიკაშვილი „ფეისბუკზე“.

მეწყერის ჩამოწოლის გამო, "კუკუშკამ"  მგზავრების ბაკურიანში ჩაყვანა ვერ შეძლო

მეწყერის ჩამოწოლის გამო, "კუკუშკამ" მგზავრების ბაკურიანში ჩაყვანა ვერ შეძლო

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს. "ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე, გამთენიისას მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასები სოფელ დაბასთან მისასვლელ გზაზე, მერვე კილომეტრის მერვე პიკეტზე ჩამოიშალა. შეფერხების...

ახალი სტატიები