კახიძე არასრულწლოვნების მკვლელობაზე: თეთრი ძაფით არის ეს საქმე ნაკერი

კახიძე არასრულწლოვნების მკვლელობაზე: თეთრი ძაფით არის ეს საქმე ნაკერი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის ოთო კახიძის განცხადებით, კომისია ინტენსიურად ითანამშრომლებს სახალხო დამცველთან ნინო ლომჯარიასთან, ასევე მოკლული დავით სარალიძის მამასთან ზაზა სარალიძესთან და მის ადვოკატთან.
„სახალხო დამცველმა დაიწყო საქმის შესწავლა. მისი განცხადებით, უკვე იკვეთება სერიოზული დარღვევები.

დავით სარალიძეს მიყენებული აქვს 10-ზე მეტი ჭრილობა და ჩვენ არ ვიცით ვინ მიაყენა მას ეს ჭრილობა. ეს ვერ დაადგინა გამოძიებამ, სწორედ ეს არის ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი, ეს ნიშნავს, რომ თეთრი ძაფით არის ნაკერი ეს საქმე, ამიტომ შეიქმნა საგამოძიებო კომისია, რომ დაადგინოს ვინ კერავდა თეთრი ძაფით ამ საქმეს“, - აღნიშნა ოთო კახიძემ.
 

არჩილ თალაკვაძე: ქვეყანას  ქმედითი და მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება ჭირდება

არჩილ თალაკვაძე: ქვეყანას ქმედითი და მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება ჭირდება

20 ივნისი, 2018

"ჩვენ მივესალმებით, რომ მამუკა ბახტაძე მხარს უჭერს ინოვაციებს, იმ სიახლეებს, რომელიც ეკონომიკაში აუცილებლად დადებით ძვრებს მოიტანს" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპატლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ...

ახალი სტატიები