არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა ხვალ გაიმართება

არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა ხვალ გაიმართება

ხორავას ქუჩაზე 2 არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა ხვალ გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს კომისიის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგი კაპანაძემ განუცხადა. 

"კომისიის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს პირველ სამ დღეში და ეს სხდომა ხვალ გაიმართება. ჩემი, როგორც კომისიის თავმჯდომარის და ჩვენი, როგორც კომისიის ამოცანაა, დროის დაკარგვის გარეშე გადავდგათ ნაბიჯები უკვე, რომ საქმე წავწიოთ წინ. დღეს დილით მე მქონდა შეხვედრა ზაზა სარალიძესთან. მოვისმინეთ მისი პოზიცია და შევთანხმდით მომავალ თანამშრომლობაზე. ასევე, გვქონდა შეხვედრა მის ადვოკატთან. დღეს მე მექნება შეხვედრა სახალხო დამცველთან, სადაც ასევე, ვისაუბრებთ სახალხო დამცველის პოზიციაზე და მის მიერ აღმოჩენილ სხვადასხვა დარღვევებზე", - განაცხადა სერგი კაპანაძე.

სერგი კაპანაძის თქმით, ის დღეს 14:00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კომისიის საქმიანობა იყოს გამჭვირვალე და საჯარო და ყველა სუბიექტი მაქსიმალურად იყოს ჩართული”, - აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.

კაპანაძე ხვალ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამას ზაზა სარალიძეს და მის ადვოკატს შეხვდება.

„ხვალ შევქმნით კომისიას ტექნიკურად იმიტომ რომ იქნება პირველი პროცედურული შეხვედრა, რომელზეც მოხდება დებულების დამტკიცება, პროცედურული პირველი ნაბიჯები და კომისიას შეეძლება, შეუდგეს საქმიანობას. ასევე, წერილი გაიგზავნა ყველა შესაბამის უწყებაში, რომ რაც შეიძლება მალე, ყოველგვარი დაგვიანების გარეშე მასალები მოვიდეს ჩვენთან კომისიაში. ყველამ უნდ დაივიწყოს, ვინმეს რამე ილუზია თუ აქვს რომელიმე უწყებაში, რომ ან მასალას არ მოგვცემს, ან დააგვიანებს - ეს უნდა დაივიწყოს ყველამ. საზოგადოების დაკვეთაა, რომ ერთ-ორ დღეში ყველა მასალა იყოს კომისიისთვის ხელმისაწვდომი აქ პარლამენტში”, - აცხადებს სერგი კაპანაძე.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები