მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

"მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში სოციალურად მდგრადი და ეფექტიანი ეკონომიკური გარემოს შესაქმნელად. დღეს ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას, ეს არის სწორედ ის რელევანტური შეფასება, რაც შეიძლება დღეს ჩვენ მივცეთ იმ სიტუაციას, რაც არის ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით. იგი არის სიღარიბის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. იგი, ერთის მხრივ ამცირებს მოსახლეობის განკარვად შემოსავალს, ხოლო მეორეს მხრივ, ადამიანების რომლებსაც შეექმნებათ პრობლემები ამოვარდნილი არიან აქტიური ეკონომიკური ცხოვრებიდან.

მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 630 000 ადამიანი დღეს არის ე.წ შავ სიაში და ის მოკლებულია განახორციელოს სრულფასოვანი ეკონომიკური ცხოვრება. ამ ადამინთა რიცხვში არიან ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ საინტერესო ბიზნეს პროექტები, არიან მცირე მეწარმეები, მაგრამ ვერ ავითარებენ თავიანთ პოტენციალს, ვერ ასაქმებენ ხალხს, იქიდან გამომდინარე, რომ უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემამ გამოიწვია მათი ჩამოშორება ეკონომიკური ცხოვრებიდან.

ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 25-30% მოკლებულია იმ საშუალებას, რომ იყოს ჩართული ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ეს ძალიან ცუდად მოქმედებს ინკლუზიურ ზრდაზე. აქედან გამომდინარე მნშვნელოვანი ამ მიმართულებით გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები.

მე ბევრი კრიტიკა მოვისმინე ამ საკითხზე, სრულიად უსაფუძვლო. მინდა გითხრათ, ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომელიც მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიერ, ეს არის მხარდაჭერილი ყველა ჩვენი ძირითადი პარტნიორის მიერ და ეს იქნება სწორედ ჯანსაღ ეკონომიკურ ზრდაზე ორინეტირებული ცვლილება თამაშის წესებში", -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები