ბოკერია ბახტაძეს: თქვენი იდეები ან მავნებლობად მიგვაჩნია, ან უაზრობად

ბოკერია ბახტაძეს: თქვენი იდეები ან მავნებლობად მიგვაჩნია, ან უაზრობად

"ბატონო მამუკა, თქვენ ალბათ არ გაგიკვირდებათ რომ თქვენი ახალი პროგრამა ჩვენი გუნდისთვის, ჩემთვის პირადად არაფრით დამაჯერებელი არ არის", - ასე მიმართა  საპარლამენტო  უმცირესობის წევრმა, გიგა ბოკერიამ, საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატს მამუკა ბახტაძეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

"ძირითადად იქ რა იდეებიც არის მოტანილი ან მავნებლობად მიგვაჩნია, ან უაზრობად, ან უბრალოდ ვშიშობ რომ ლოზუნგად დარჩება.
მე პირადად ასეთი კითხვა მაქვს, ამ თქვენი ახალი ბრწყინვალე იდეებიდან, რომლის განხორციელებაში გიშლიდათ ხელს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი? რომელს გიბლოკავდათ აქამდე ? თუ არცერთს არ გიბლოკავდათ და ყველა ეს ბრწყინვალე იდეა მოგივიდათ მაშ შემდეგ რაც გაირკვა, რომ მისი მოხსნა გადაწყდა? ამაზე უნდა გასცეთ პასუხი საზოგადოებას", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები