მეწყერის ჩამოწოლის გამო, "კუკუშკამ"  მგზავრების ბაკურიანში ჩაყვანა ვერ შეძლო

მეწყერის ჩამოწოლის გამო, "კუკუშკამ" მგზავრების ბაკურიანში ჩაყვანა ვერ შეძლო

ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.

"ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე, გამთენიისას მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასები სოფელ დაბასთან მისასვლელ გზაზე, მერვე კილომეტრის მერვე პიკეტზე ჩამოიშალა. შეფერხების გამო, ბორჯომიდან 07:15-ზე გასულმა "კუკუშკამ" მგზავრების ბაკურიანში ჩაყვანა ვერ შეძლო. მომხდარის გამო არავინ დაშავებულა. წინასწარი ინფორმაციით, მეწყერის გამომწვევი მიზეზი ადგილობრივი წყალმომარაგების კომპანიის წყლის მილის გაუმართაობა გახდა, რის გამოც ნიადაგი ლიანდაგის მიწის ვაკისზე ჩამოიშალა. ლიანდაგი მეწყრული მასით არის დაფარული. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მოძრაობა კი რამდენიმე დღეში, სამუშაოების დასრულების შემდეგ განახლდება.

საქართველოს რკინიგზა შეფერხების გამო, მგზავრებს ბოდიშს უხდის", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.


 

შარაშენიძე: ტრამპი პუტინს მის ყოფილ კოლონიაში ეწვია, ურთიერთობების გაფუჭება კი თავისივე ქვეყანას დააბრალა

შარაშენიძე: ტრამპი პუტინს მის ყოფილ კოლონიაში ეწვია, ურთიერთობების გაფუჭება კი თავისივე ქვეყანას დააბრალა

17 ივლისი, 2018

"პუტინს მის ყოფილ კოლონიაში თავისუფალი სამყაროს ლიდერი, ამერიკის პრეზიდენტი ეწვია რომელმაც ურთიერთობების გაფუჭება თავისივე ქვეყანას დააბრალა. ეს იმის მერე რაც თავისუფალი სამყაროს ლიდერი ევროპაში ყველას ეჩხუბა", - ამის შესახებ წერს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები