არჩილ თალაკვაძე: ქვეყანას  ქმედითი და მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება ჭირდება

არჩილ თალაკვაძე: ქვეყანას ქმედითი და მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება ჭირდება

"ჩვენ მივესალმებით, რომ მამუკა ბახტაძე მხარს უჭერს ინოვაციებს, იმ სიახლეებს, რომელიც ეკონომიკაში აუცილებლად დადებით ძვრებს მოიტანს" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპატლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, რაც ახლა ყველაზე მეტად ჭირდება ქვეყანას, ეს არის ქმედითი, მკვეთრი გადაწყვეტილებები.

"რაც ახლა ყველაზე მეტად ჭირდება ქვეყანას, ეს არის ქმედითი, მკვეთრი გადაწყვეტილებები, მამუკა ბახტაძის გეგმა მოიცავს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ერთ შემთხვევაში გულისხმობს გადასახადების დაწევას მცირე და საშუალო ბიზნესზე, ხელფასების მატებას გარკვეულ სფეროებში, პენსიების გაზრდას მომდევნო ორი წლის განმავლობაში და ეს არის რეფორმები, რომელიც შეეხება იმ მიმართულებებს, რომელიც საზოგადოებას ყველაზე მეტად აწუხებს, ეს არის განათლების სისტემა, სადაც ჩვენ გვინდა, რომ გავზარდოთ ხარისხი და გავზარდოთ იმ სისტემის კონკურენტიანობა, რომელმაც უნდა მოამზადოს ახალი თაობა"-განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება თეა წულუკიანის კანდიდატურას, თალაკვაძემ განმარტა, რომ პერსონალურად ყურადღების გადატანა თეა წულუკიანზე, ეს არის ის, რაც საზოგადოებას აინტეერსებს.

მისი თქმით, საზოგადოებას აინტერესებს, როგორი იქნება მთავრობის რესტრუქტურიზაციის გეგმა და განახლებული მთავრობა, რომელსაც მამუკა ბახტაძე წარმოადგენს. თალაკვაძის თქმითვე, გუნდში არ არის ადამაიანი, რომელიც თანაგუნდელზე გააკეთებს ისეთ განცხადებას, როგორიც გაუხარდება "ნაციონალურ მოძრაობას".

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები